პარტიული სიტყვასაქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ორკვირეული ჟურნალი. გამოდიოდა 1943 წლის დეკემბრიდან თბილისში, ქართულ და რუსულ ენებზე. თავდაპირველად ჟურნალს ერქვა „აგიტატორის ბლოკნოტი“, 1963 წლის ივნისიდან — „საქართველოს აგიტატორი“, ხოლო 1977 წლის ივნისიდან „პარტიული სიტყვა“. 1973 წლის იანვრამდე იყო საქართველოს კპ ცკ-ის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების ჟურნალი. აშუქებდა პარტიის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებს. დიდ ადგილს უთმობდა სააგიტაციო-პროპაგანდისტული მუშაობის გამოცდილების განზოგადებას და სხვა საკითხებს. ჟურნალში იბეჭდებოდა პარტიული, საბჭოთა, სამეურნეო, იდეოლოგიური დარგის მუშაკების, მეცნიერების, პედაგოგების, ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეთა წერილები. სხვადასხვა დროს ჟურნალის რედაქტორები იყვნენ გ. ბურჯანაძე, კ. ჯოხიძე, შ. გაგოშიძე, დ. კაკაბაძე. 1980 წლიდან — გ. გოგიაშვილი. ტირაჟი დაახლოებით 100 ათ. (1984).

ლიტერატურა

რედაქტირება