ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თვალჭრელიძე.

პარმენ ცახელი (დაბ. პარმენ ივანეს ძე თვალჭრელიძე; დ. 9 ივნისი, 1866 წ., სოფ. ცახი — 13 აგვისტო, 1919 წ., ქ. ქუთაისი ) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი და პუბლიცისტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა მღვდლის, ივანე თვალჭრელიძის ოჯახში. წერა–კითხვა შინ ისწავლა. ცხრა წლის ასაკში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ჩარიცხეს, ათი წლისა უფროსმა ძმამ ანტონმა სტავროპოლში წაიყვანა.

სტავროპოლში იგი ექვსკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში სწავლობდა. სამოქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ პარმენი რაჭაში დაბრუნდა. 1883 წელს თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.

ამავე წელიწადს გამოაქვეყნა საბავშვო ჟურნალ „ნობათში“ პირველი ლექსი „მარინე“, რომელიც ხალხური ლეგენდის საფუძველზე იყო შექმნილი. „ღირსეულ ლეგენდას ხალხისას ღირსეული კალამი შეხვედრია და მშვენიერია ნაწარმოები შეუმატნია ჩვენი ლიტერატურისათვის“.– წერდა ამ ლექსის თაობაზე მაშინ იაკობ გოგებაშვილი. მაგრამ „მარინე“ საბავშვო ნაწარმოებად არ მიაჩნდა… იგი საბავშვო არ არის და მისი დაბეჭდვა „ნობათში“ ცოტა უადგილო იყო.

პარმენ ცახელი თბილისში მასწავლებლის ადგილს ეძებდა. ამ მიზნით გადაწყვიტა მასწავლებლობის უფლების მისაღებად გამოცდების ჩაბარება, მაგრამ ვერ მოახერხა და ისევ სტავროპოლში გაემგზავრა. ძმის შემწეობით იქ ჩააბარა სათანადო გამოცდები და მასწავლებლობის უფლება მიიღო. ის სოფლის მეურნეობით დაინტერესდა და ერთი წლის შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა. იქ შევიდა პეტროვ–რაზუმუნოვის სასოფლო–სამეურნეო აკადემიაში უმაღლესი აგრონომიული განათლების მისაღებად. უსახსრობის გამო აკადემია ვერ დაამთავრა, ისე დაბრუნდა საქართველოში. იგი დიდხანს ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას ქუთაისის ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიასა და წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში. 1904–1905 წლებში მონაწილეობდა სახალხო მოძრაობაში. მის ბინას თავს აფარებნდნენ რევოლუციონერები. თვითონ ავრცელებდა რევოლუციურ პროკლამაციებს, პოლიტიკურ წიგნებს, ინახავდა იარაღს. ცახელმა განიცადა „ თერგდალეულთა“ იდეურ-ესთეტიკური შეხედულებების ზეგავლენა. მისი შემოქმედებითი მრწამსის გამოხატულებაა ლექსები „ნანა“ (1885; აკრძალა ცენზურამ, გამოქვეყნდა 1919), „ქვეყნის ერთგული ის არის“ (1896) და სხვ.

ცახელი პოპულარული საბავშვო პოეტი იყო. მისი ლექსები და პოემები („მარინე“ 1883; „ზაალი“, 1884; „შალვას თავგადასავალი“, 1885; „გურგენ რაინდი“, 1893) მაღალი მოქალაქეობრივი და პატრიოტული შეგნებით ზრდიდა ახალგაზრდობას, უნერგავდა მშრომელი ხალხის სიყვარულს, უსამართლობის სიძულვილს. ცახელმა თარგმნა ი. კრილოვის იგავ-არაკები.

მოკლეს 1919 წლის 31 აგვისტოს, ქუთაისში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კინწურაშვილი ლ., ქსე, ტ. 11, გვ. 189, თბ., 1987
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პარმენ_ცახელი“-დან