პარლამენტის სახლი (მალტა)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პარლამენტის სახლი (მალტ. Dar il-Parlament) — მალტის პარლამენტის შენობა, რომელიც მდებარეობს ვალეტაში, მალტა. შენობის შენება მიმდინარეობდა 2011 – დან 2015 წლამდე, რენცო პიანოს მიერ, ქალაქის კარიბჭის პროექტის ფარგლებში, რომელიც ასევე მოიცავდა ახალი ქალაქის კარიბჭის მშენებლობას და სამეფო ოპერის ნანგრევების ღია თეატრად გადაკეთებას. პარლამენტის სახლის მშენებლობამ მნიშვნელოვანი დაპირისპირება გამოიწვია, ძირითადად შენობის თანამედროვე დიზაინისა და მშენებლობის ღირებულების გამო, რომელიც შეადგენდა დაახლოებით 90 მილიონ ევროს. 1921-1976 წლებში პარლამენტი მდებარეობდა დიდოსტატის სასახლეში, რომელიც ასევე ვალეტაში მდებარეობს.

პარლამენტის სახლი (მალტა)
ზოგადი ინფორმაცია
არქიტექტურული სტილი ბრუტალიზმი
ქვეყანა მალტა
ქალაქი ვალეტა
კოორდინატები 35°53′46″ ჩ. გ. 14°30′35″ ა. გ. / 35.89611° ჩ. გ. 14.50972° ა. გ. / 35.89611; 14.50972
აშენების ღირებულება 90 მილიონი ევრო
დაიწყო 2011
დასრულდა 2015
ზომები და ტექნიკური დეტალები
სართულთა რაოდენობა 3
არქიტექტორ(ებ)ი რენცო პიანო
სართულების რაოდება 3

მდებარეობა

რედაქტირება
 
ძველი ვალეტას რკინიგზის სადგური, 1880-იანი წლები
 
თავისუფლების მოედანი 2005 წელს

პარლამენტის სახლი მდებარეობს რესპუბლიკის ქუჩაზე, ვალეტას შესასვლელში. შენობა მდებარეობს სენტ ჯეიმზ კავალიესთან და სამეფო ოპერის ნანგრევების მახლობლად, ასევე City Gate Shopping Arcade- სა და Palazzo Ferreria- ს მოპირდაპირედ. მეორე მსოფლიო ომის დროს ეს ტერიტორია დაბომბეს, ხოლო სადგური[1] და მიმდებარე შენობები დაანგრიეს 1960-იან წლებში, ვალეტაში შესასვლელის განახლების პროექტის ფარგლებში.[2] ტერიტორიას შემდეგ თავისუფლების მოედანი დაერქვა, რომელიც გარშემორტყმული იყო სავაჭრო არკადებით.[3] მოედანი თავდაპირველად საკმაოდ სადა იყო და მას ხშირად იყენებდნენ ავტოსადგომად.[4] მიუხედავად იმისა, რომ მოედნის უმეტესი ნაწილი აშენებულია, მისი ნაწილი ჯერ კიდევ ოფიციალურად თავისუფლების მოედანია და ახლა მართკუთხა ფორმა აქვს. მოედანი ახლა ფარავს ტერიტორიას პალაცო ფერერიას კუთხიდან პარლამენტამდე.[5]

დიზაინი და მშენებლობა

რედაქტირება

პარლამენტის სახლის შენობა იყო ქალაქის კარიბჭის პროექტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა ვალეტას შესასვლელის განახლებას. პროექტი მოიცავდა ქალაქის კარიბჭის და თავისუფლების მოედნის არკადის დანგრევას, ასევე პარლამენტის სახლის მშენებლობას. გარდა ამისა, სამეფო ოპერის თეატრის ნანგრევები გადაკეთდა ღია თეატრად, რომელიც ცნობილია როგორც Pjazza Teatru Rjal-ს სახელით. ქალაქის კარიბჭის პროექტი შექმნა იტალიელმა არქიტექტორმა რენცო პიანომ, ხოლო მშენებლობის დაწყების ბრძანება გამოიცა 2009 წლის 27 ივნისს.[6] გრანდ ჰარბორის რეგენერაციის კორპორაციამ პიანოს 6,6 მილიონი ევრო გადაუხადა პროექტზე მუშაობისთვის.[7]

თავისუფლების მოედნის არკადების დანგრევა 2010 წლის ოქტომბერში დაიწყო.[3] დანგრევის დასრულებიდან მალევე დაიწყო პარლამენტის სახლის საძირკვლის გათხრების სამუშაოები.[8] 2011 წლის დასაწყისში თავდაპირველი გეგმა შეიცვალა კიბის გადაადგილებით, ერთ-ერთი ბლოკის გაფართოებით და ფასადზე გისოსების დიზაინის ცვლილებით.[9] მშენებლობა დაიწყო იმავე წელს,[10] და კონსტრუქციის ფოლადის ჩარჩო დასრულდა 2012 წლის დასაწყისისთვის. სამშენებლო ობიექტზე ყოველდღე 120-დან 150-მდე მუშა მუშაობდა,[11] და მისი მშენებლობა 90 მილიონ ევროზე მეტი დაჯდა.[10] პროექტის დასრულების თარიღად თავდაპირველად დათქმული იყო 2012 წლის ნოემბერი ან 2013 წლის დასაწყისი. დასრულების სავარაუდო თარიღი გადავიდა 2013 წლის სექტემბრამდე,[11] და მოგვიანებით გადაწიეს 2014 წლის სექტემბრამდე, მაგრამ კონტრაქტორებმა ვერ დაასრულეს დათქმულ ვადაში რის გამოც შენობის მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა 2015 წელს.[12]

პარლამენტის სახლი ოფიციალურად გახსნა პრეზიდენტმა მარი ლუიზა კოლეირო პრეკამ 2015 წლის 4 მაისს. პარლამენტის წევრები და სხვა სტუმრები შეიკრიბნენ დიდ პალატასთან დიდოსტატის სასახლეში და პოლიციის ძალების თანხლებით გაემართნენ ახალი შენობისკენ. კოლეირო პრეკამ პარლამენტის სახლის ინაუგურაციას "მალტას საპარლამენტო ისტორიაში გადამწყვეტი ეტაპი" უწოდა. პირველი სხდომა იმავე დღეს გაიმართა.[12] შენობის უმეტესი ნაწილი დაკეტილია უსაფრთხოების მიზნით, მაგრამ მუდმივად ღიაა პირველ სართული საზოგადოებისთვის.[13] 2015 წლის 1 აგვისტოს, პიანო პირველად იმყოფებოდა პარლამენტის სახლში ინაუგურაციის შემდეგ.[14]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Valletta Station. maltarailway.com. Archived from the original on 26 October 2014.
  2. Attard, Chris (24 August 2008). „The gate triumphant“. Times of Malta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2016.
  3. 3.0 3.1 „Demolition of Freedom Square arcade starts...and stops“. Times of Malta. 4 October 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 March 2016.
  4. (March 2010) 2010 Revisions to the Grand Harbour Local Plan of 2002 (Valletta). Marsa: MEPA, გვ. 5–6. ISBN 9789995726058. ციტირების თარიღი: 20 აპრილი 2021. 
  5. Kordin Road named after Dom Mintoff; Gaddafi 'loses' gardens in Paola – The Malta Independent. ციტირების თარიღი: 21 May 2017
  6. „Revealed: the new face of Valletta“. Times of Malta. 27 June 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 March 2016.
  7. Vella, Matthew (14 November 2010). „Renzo Piano's designs for Valletta cost €6.6 million“. Malta Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2016.
  8. Galea Debono, Fiona (6 October 2010). „Freedom Square arcades come crumbling down“. Times of Malta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2016.
  9. „Changes to new Parliament House approved“. Times of Malta. 14 January 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2016.
  10. 10.0 10.1 „The road to the new parliament building – in pictures“. Times of Malta. 4 May 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2016.
  11. 11.0 11.1 Dalli, Miriam (10 May 2013). „Sneak preview of new Parliament building“. Malta Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2016.
  12. 12.0 12.1 „Parliament House inaugurated, holds first sitting: 'A milestone in Malta's parliamentary history' – President“. Times of Malta. 4 May 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2016.
  13. Micallef, Keith (28 April 2015). „Police may allow limited access to certain parts of new Parliament building“. Times of Malta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 March 2016.
  14. „Renzo Piano visits his masterpiece“. Times of Malta. 1 August 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2016.