პარინტინტინი

ბრაზილიის ადგილობრივი ხალხი

პარინტინტინიბრაზილიის ადგილობრივი ხალხი; ცხოვრობენ მდინარე მადეირის აუზში.

პარინტინტინი
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
დროშა: ბრაზილია ბრაზილია 418 [1]
ენები კავაჰიბა, პორტუგალიური

2010 წლის მონაცემებით, პარინტინტინის ხალხის რაოდენობა 418 ადამიანს შეადგენს და ცხოვრობენ სამ სოფელში.[2]

პარინტინტინის ენა კავაჰიბას ენის დიალექტია, რომელიც თავის მხრივ ტუპი-გუარანის ენათა ოჯახს მიეკუთვნება.[3] წერენ ლათინური ანბანით.

მისდევენ სოფლის მეურნეობას, მეთევზეობას და შემგროვებლობას. მისდევენ ეგზოგამიას. მემკვიდრეობა მამაკაცის ხაზით გადაეცემა.

მას შემდეგ, რაც 1946 წელს ბრაზილიელებთან კონტაქტი დაამყარეს, რასაც კაუჩუკის ბუმი მოჰყვა, პარინტინტინის 4 000-იანი მოსახლეობა თანდათან 120-მდე შემცირდა. მსგავს კატასტროფას ხელი შეუწყო 1970 წელს ტრანს-ამაზონური გზატკეცილის გაყვანამაც. ამაზონის აუზის კოლონიზაციას მჰყვა დაავადებების გავრცელებაც, რომელთა წინააღმდეგაც პარინტინტინის ხალხს იმუნიტეტი არ ჰქონდა.[4]

პარინტინტინის საზოგადოებას ამჟამად საფრთხე ემუქრება მადეირას ჰიდროელექტრო კომპლექსისგან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "Parintintin: Introduction." Povos Indígenas no Brasil. Retrieved 8 Feb 2012.
  2. Instituto Socioambiental
  3. "Ticuna." Ethnologue. Retrieved 1 Feb 2012.
  4. Hurwitz, Z. (2008), "The Price of Profits." დაარქივებული 2011-06-06 საიტზე Wayback Machine. Cultural Survival Quarterly (32)1:2008.