პარიზის ზავი (1783)

(გადამისამართდა გვერდიდან პარიზის ხელშეკრულება (1783))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პარიზის ზავი.

პარიზის ზავისამშვიდობო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს 1783 წლის 3 სექტემბერს. ამ ზავით ფორმალურად დამთავრდა ომი ამერიკასა და დიდი ბრიტანეთის სამეფოს შორის.

პარიზის ზავი, ავტ. ბენჯამენ უესტი. ჯონ ჯეი, ჯონ ადამსი, ბენჯამენ ფრანკლინი, ჰენრი ლორენსი, და უილიამ თემფლ ფრანკლინი. ბრიტანეთის წამომადგენელმა უარი განაცხადა მხატვრის წინ პოზირებაზე და ამიტომ ნახატი დღემდე დაუსრულებელია.

ხშირად ამ ზავს მოიხსენიებენ როგორც პარიზის მეორე ზავი, პირველი იყო 1763 წლის ხელშეკრულება. კიდევ რამდენიმე ხელშეკრულება იწოდება პარიზის ზავის სახელით (იხ. პარიზის ზავი).

მოკლე მონახაზი

რედაქტირება

ზავში შედიოდა შემდეგი ნაწილები:

  • ცამეტი კოლონიის აღიარება როგორც ცამეტი თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო. [პირველი თავი]
  • საზღვრების დადგენა ამერკის შეერთებულ შტატებსა და ბრიტანულ ჩრდილოეთ ამერიკას შორის. [მეორე თავი]
  • აშშ–ს მიეცა თევზაობის უფლება ნიუფაუნდლენდის დიდ სანაპიროებთან და წმინდა ლორენის ყურეში. [მესამე თავი]
  • ორივე მხარის კრედიტორებისთვის უნდა დაეფარათ ვალები. [მეოთხე თავი]
  • ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი რეკომდენდაციას გაუწევდა შტატების საკანონმდებლო ორგანოებს, რათა მათ სცნონ კანონიერად ბრიტანელების ის ქონება რომელიც მათ გააჩნდათ ომამდე და შემდეგ მოხდა მათი კონფისკაცია. [მეხუთე თავი, არ შესრულებულა]
  • აშშ შემდგომში არ მოახდენდა კონფისკაციას. [მეექვსე თავი]
  • ტყვეები ორივე მხრიდან უნდა გათავისუფლებულიყვნენ. [თავი მეშვიდე]
  • ბრიტანეთსაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც მიეცემოდათ მდინარე მისისიპში ნაოსნობის სამუდამო უფლება. [თავი მერვე]
  • ამერიკელების მიერ დაპყრობილი ყველა ტერიტორია დაბრუნებული იქნებოდა ყველანაირი კომპენსაციის გარეშე. [მეცხრე თავი]
  • ზავის რატიფიკაცია უნდა მომხდარიყო მისი ხელმოწერიდან 6 თვის განმავლობაში. [მეათე თავი]

შეთანხმება

რედაქტირება

დოკუმენტს ხელი მოაწერეს დევიდ ჰარლტლიმ (ბრიტანეთის პარლამენტის წევრი და მეფე ჯორჯ III-ის წარმომადგენელი), ჯონ ადამსმა, ბენჯამინ ფრანკლინმა და ჯონ ჯეიმ (აშშ-ს წარმომადგენლები).

3 სექტემბერს ბრიტანეთმა ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებას საფრანგეთთან, ესპანეთთან და ნიდერლანდებთან, ეს პროცესი ადრე იყო შეთანხმებული. ხელშეკრულების მიხედვით ბრიტანეთმა აღიარა ესპანეთის უფლება იმ ტერიტორიებზე რომელიც ესპანელებმა ომის დროს დაიპყრეს. საფრანგეთთან გამყარდა და განახლდა სხვა ადრინდელი ხელშეკრულებები და ნიუფაუნდლენდში თევზჭერის უფლება მიეცათ. ხოლო ნიდერლანდებთან ბრიტანეთმა კუნძული სუმატრა დათმო.

ამერიკის კონტინეტალურმა კონგრესმა ზავის რატიფიკაცია მოახდინა 1784 წლის 4 იანვარს, ხოლო ბრიტანეთმა 1784 წლის 9 აპრილს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება