პარიზის საერთაშორისო ექსპოზიცია (1937)
თანამედროვე ცხოვრებაში ხელოვნებისა და ტექნოლოგიის საერთაშორისო ექსპოზიცია (Exposition Internationale des Arts et Techniques dans la Vie Moderne) — საერთაშორისო გამოფენა, ჩატარდა 1937 წელს პარიზში, საფრანგეთი.
გამოფენები
რედაქტირებაგამოფენათაგან ყველაზე თვალსაჩინო იყო ესპანური პავილიონი. ექსპოზიცია ესპანეთის სამოქალაქო ომის პერიოდში ჩატარდა და ესპანეთის მეორე რესპუბლიკაში გაჩაღებული ბრძოლების მკაფიო ასახვა ამ პავილიონში პაბლო პიკასოს განთქმული ფერწერული ტილო "გერნიკა" იყო, რომელშიც ომის საშინელებებია აღბეჭდილი.
ორ სხვა აღსანიშნავ პავილიონთა შორის იყო ნაცისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი. მსოფლიო ექსპოზიციათა ორგანიზაციამ გერმანიის და საბჭოთა პავილიონები ერთმანეთის პირისპირ განათავსა. ამის გამო ჰიტლერმა მონაწილეობაზე უარის თქმა მოისურვა, თუმცა მისმა არქიტექტორმა ალბერტ შპეერმა, რომელმაც შემთხვევით პარიზში ყოფნისას საბჭოთა პავილიონის გეგმას მოჰკრა თვალი, დაარწმუნა იგი მონაწილეობაზე, აჩვენა რა გერმანიის პავილიონის საკუთარი გეგმა.
ექსპოზიცია დაგვიანებით გაიხსნა და ამ დროისთვის მხოლოდ გერმანული და საბჭოთა პავილიონები იყო დასრულებული. ამან და იმ ფაქტმაც, რომ ეს პავილიონები ერთამენეთის პირისპირ იყო განლაგებული, ექსპოზიცია თავისდაუნებურად ამ ორ დიდ იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეთა შორის პერსონალურ შეჯიბრად აქცია.
ხუთასი ფუტის სიმაღლის შპეერის პავილიონს ასრულებდა კოშკი, რომელსაც აგვირგვინებდა ნაცისტური სიმბოლოები - არწივი და სვასტიკა. პავილიონის თემა "გერმანიის სიამაყისა და მიღწევების" მონუმენტი იყო. მისი მიზანი მსოფლიოსთვის ახალი და ძლევამოსილი გერმანიის გაცნობა იყო, რომელსაც ეროვნული ღირსების გრძნობა აღდგენილი ჰქონდა. ღამით პავილიონს წყლის ილუმინაციები ანათებდა.
საბჭოთა პავილიონისთვის, რომლის არქიტექტორი ბორის იოფანი იყო, მასშტაბური სკულპტურა შექმნა ვერა მუხინამ. დიდებულ ნაგებობას აგვირგვინებდა შრომის ძლევამოსილების განმასახიერებელი მუშა მამაკაცისა და გლეხი ქალის ქანდაკება, რომელთაც ერთად ხელში ურო და ნამგალი ეჭირათ, კომუნისტური კავშირის სიმბოლოდ.
ჯილდოები
რედაქტირებაპრეზენტაციაზე, შპეერიც და იაფანიც, რომელმაც ასევე დააპროექტა საბჭოების სასახლე, რომელიც მოსკოვში უნდა აგებულიყო, დაჯილდოვდნენ ოქროს მდელებით მათი შესაბამისი პროექტებისთვის. ასევე, ნიურნბერგის საპარადო მოედნის მოდელისთვის, ჟიურიმ შპეერს, მისი და ჰიტლერის გასაკვირად, გრან-პრი მიანიჭა. მოქანდაკე იოჰანე დე რიბერ კაიანუსმა, კომპოზიტორი რობერტ კაიანუსის შვილიშვილმა, ბრინჯაოს მედალი მოიგო სკულპტურისთვის "დედა და შვილი".