სტრიმლაინ-მოდერნი
(გადამისამართდა გვერდიდან სტრიმლაინ მოდერნი)
სტრიმლაინ-მოდერნი (Streamline Moderne), ხშირად წოდებული ერთ-ერთი ტერმინით, იყო არტ-დეკოს სტილის გვიანდელი განშტოება. ეს არქიტექტურული სტილი ხაზს უსვამდა მრუდ ფორმებს, გრძელ ჰორიზონტალურ ხაზებს, და ხშირად სანაოსნო ელემენტებს (როგორიცაა გემბანის კიჩოები და კაბინის ფანჯრები). მიმდინარეობამ მწვერვალს მიაღწია 1937 წელს.
ეს სტილი პირველი იყო, რომელმაც ელექტრო განათება შეიტანა არქიტექტურულ კონსტრუქციაში. სტრანდ პალას ოტელის ფოიე (1930), რომელიც დანგრევისგან ვიქტორიისა და ალბერტის მუზეუმმა იხსნა 1969 წელს, იყო შიდა განათების არქიტექტურული მინის პირველი გამოყენების ნიმუში, და ასევე დამთხვევა აღმოჩნდა, რომ ის პირველი მოდერნისტული ინტერიერი იყო, რომელიც მუზეუმმა შეინახა.
განსაკუთრებული ნიმუშები
რედაქტირება- 1926 - ლონგ ბიჩის აეროპორტის მთავარი ტერმინალი, ლონგ ბიჩი, კალიფორნია.
- 1930 - სტრანდ პალას ოტელი, ლონდონი. ფოიეს დიზაინი ოლივერ ბერნარდის მიერ.
- 1933 - მიდლანდ ოტელი, მორკამბი, ინგლისი.
- 1933-1940 - ჩიკაგოს მეცნიერებისა და ინდუსტრიის მუზეუმის ინტერიერი. ალფრედ შოუს დიზაინი.
- 1935 - ცათამბჯენი "Edificio Internacional de Capitalización", მეხიკო, მექსიკა.
- 1936 - მინეაპოლისისი იარაღსაცავი, მინეაპოლისი, მინესოტა.
- 1937 - ბელგიის პავილიონი, პარიზის საერთაშორისო ექსპოზიცია.
- 1937 - ვან ჩაის ბაზარი, ვან ჩაი, ჰონკონგი.
- 1939 - მარინ-ეარის ტერმინალი, ლა-გუარდიას აეროპორტი, ნიუ-იორკი.
- 1939 - ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენა
- 1939 - კარდოზო ოტელი, ოუშენ დრაივი, საუზ-ბიჩი, მაიამი, ფლორიდა.
- 1940 - გრეიჰაუნდის ავტოსადგური, ენ-არბორი, მიჩიგანი.
- 1944 - ჰანტრიჯის თეატრი, ლას-ვეგასი, ნევადა.
- 1947 - სირს ბილდინგი, სანტა-მონიკა, კალიფორნია.