პართამასირი (სომხ. Պարթամասիր) ასევე პარტამასირი და პართომასირისიდიდი სომხეთის მეფე არშაკუნიანების საგვარეულო დინასტიიდან. პართამასირი სამეფო ტახტზე აშხადარის შემდეგ ავიდა, მისი მმართველობა დაიწყო 113 წელს და დასრულდა 114, მის შემდეგ კი ტახტზე ვალარშ I ავიდა. პართამასირი პართიელი მონარქის პაკორ II-ის სამი ვაჟიდან ერთ-ერთი იყო.[1] მამის მხრიდან აშხადარი იყო პართიის სამეფო დიასტიის წევრი, შესაბამისად კავშირი ჰქონდა არშაკუნიანების დინასტიასთან.[2] იმ ფაქტის გარდა, რომ ის სომხეთის მეფე იყო, ძალიან მწირი ინფორმაცია არის შემორჩენილი მასზე.

პართამასირი
Պարթամասիր
დიდი სომხეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 113
მმართ. დასასრული: 114
წინამორბედი: აშხადარი
მემკვიდრე: ვალარშ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 114
დინასტია: არშაკუნიანების დინასტია

113 მისმა ბიძა (ბიძა მამის მხრიდან) ოროზ I-მა რომის იმპერატორ ტრაიანესთან ომის თავიდან აცილებისა და მასთან მშვიდობის შენარჩუნების მიზნით პართამასირის ძმა და პაკორ II-ის კიდევ ერთი ვაჟი აშხადარი სომხეთის სამეფო ტახტიდან გადააყენა და მის ადგილას პართამასირი დასვა.[3][4] თავდაპირველად აშხადარი სომხეთის სამეფო ტახტზე ოროზ I-მა დანიშნა რომთან კონსულტაციის გარეშე[5], თუმცა რომაელთა მხარდაჭერის მიუხედავად ტრაიანემ ოროზის ქმედება ომის დაწყების წინაპირობად მიიღო, რის გამოც საბოლოოდ ოროზს აშხადარის ტახტიდან გადაყენება მოუწია.[6]

როდესაც ტრაიანემ თავისი არმიით პართია მიაღწია, მას პართამასირი შეხვდა. პართამასირს იმედი ჰქონდა, რომ თავის მეფობას შეინარჩუნებდა. თავდაპირველად ტრაიანემ მოუსმინა პართამასირს, თუმცა საბოლოოდ უარი განუცხადა მეფობის შენარჩუნებაზე.[7] პართამასირის თხოვნის უარყოფის შემდეგ, ტრაიანემ სომხეთის ანექსია მოახდინა და რომის იმპერიას შეუერთა როგორც პროვინცია.[8]

ტრაიანემ პართამასირი უკან სახლში პართიაში გაგზავნა, თვითონ კი სამხედრო კამპანია განაგრძო.[9] პართიისაკენ მიმავალ გზაზე პართამასირი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა[10], ერთ-ერთი მოსაზრებით პართამასირი ტრაიანეს ბრძანებით მოკლეს.[11]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Potts, Araby the Blest: Studies in Arabian Archaeology, p.151
  2. Farrokh, Shadows in the Desert: Ancient Persia at War, p.158
  3. Potts, Araby the Blest: Studies in Arabian Archaeology, p.p.150&151
  4. Yarshater, The Cambridge History of Iran, Volume 3, p.87
  5. Yarshater, The Cambridge History of Iran, Volume 3, p.87
  6. Bunson, A Dictionary of the Roman Empire, p.303
  7. Bunson, A Dictionary of the Roman Empire, p.313
  8. Bunson, A Dictionary of the Roman Empire, p.313
  9. Bunson, A Dictionary of the Roman Empire, p.313
  10. Bunson, A Dictionary of the Roman Empire, p.313
  11. Yarshater, The Cambridge History of Iran, Volume 3, p.88