პარანორმალური მოვლენა (ფილმი)

პარანორმალური მოვლენა (ინგლ. Paranormal Activity) — 2007 წლის ზებუნებრივი ფსევდოდოკუმენტურ სტილში გადაღებული მცირებიუჯეტიანი საშინელებათა ფილმი და რიგით პირველი ფილმი „პარანორმალური მოვლენის“ სერიიდან, რომლის რეჟისორი, სცენარისტი, ოპერატორი და თანაპროდიუსერია უორენ პელი. ფილმში მოთხრობილია ახალგაზრდა წყვილის — კეტისა და მიკას შესახებ, რომელთა სახლში ბოროტი ძალებია დაბუდებული. გამოსარკვევად თუ რა ხდება მათ თავს, ისინი სახლში დააყენებენ ვიდეო კამერას.

„პარანორმალური მოვლენა“

ფილმის პოსტერი
რეჟისორი ორენ პელი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი ორენ პელი
როლებში
ოპერატორი ორენ პელი
მონტაჟი ორენ პელი
მწარმოებელი კომპანია Blumhouse Productions[1]
დისტრიბუტორი Paramount Pictures[1]
გამოსვლის თარიღი
  • 14 ოქტომბერი, 2007 (2007-10-14) (სკრიმფესტი)
  • 25 სექტემბერი, 2009 (2009-09-25) (აშშ)
ხანგრძლივობა 86 წუთი[2]
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 15,000 აშშ დოლარი[3]
შემოსავალი 193.4 მილიონი აშშ დოლარი[3]

ფილმის პრემიერა გაიმართა სკრიმფესტის კინოფესტივალზე 2007 წლის 14 ოქტომბერს. ფილმი აგრეთვე აჩვენეს სლემდენსის კინოფესტივალზე 2008 წლის 18 იანვარს.

პროექტს წილად ხვდა დადებითი შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან. საერთო განხილვების საიტ „Rotten Tomatoes-ზე ფილმის საერთო რეიტინგია 83%.[4] 2009 წელს ნომინირებული იქნა Independent Spirit Awards-ზე.[5] 2010 წელს გამოვიდა ფილმის გაგრძელება „პარანორმალური მოვლენა 2“.

კეტი და მიკა ახალგაზრდა წყვილია, რომლებიც ახალგადმოსულები არიან სან-დიეგოს გარეუბნის ორსართულიან სახლში და უკვე რამდენიმე კვირა ღამ-ღამობით უცნაური ხმები ესმით. კეტი ჰყვება, რომ რაღაც მოჩვენება რვა წლიდან დაჰყვება სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და ახლაც ალბათ მათს სახლში იმყოფება. მიკამ ღამით მათს საძინებელში მომხდარის გადასაღებად, იყიდა ვიდეო გადამღები.

პირველივე ღამეს, 2 საათზე კამერა ვიღაცის ნაბიჯებს აფიქსირებს. დილით კეტიმ თავისი მანქანის გასაღები არა მაგიდაზე, სადაც, როგორც წესი ტოვებდა, არამედ იატაკზე აღმოაჩინა. შემდეგ დღეს იწვევენ ექსტრასენსს, რომელიც ეუბნება მათ, რომ ეს არა მოჩვენება, არამედ დემონია. დოქტორი წყვილს მისცემს მეგობარ დემონოლოგის ნომერს, და დასძენს, რომ დემონები მისი სპეციალობა არაა.

მესამე ღამეს კამერა კარის მოძრაობას აფიქსირებს. მიკას დემონოლოგის მოსვლა არ უნდა და დამოუკიდებლად ატარებს ცდებს: თავიდან აკეთებს ხმის ჩანაწერს და დემონს მიმართავს, ჩანაწერის მოსმენისას უცნაურ ხმებს აღმოაჩენს.

მე-15 ღამეს 2 სთაათისთვის კეტი საწოლთან მიკას პირისპირ დგას, შემდეგ მიკა მას კართან საქანელაში იპოვის. ჩანაწერის ნახვისას, კეტი ამტკიცებს, რომ არაფერი ახსოვს. შემდეგ მიკა მოიტანს სპირიტუალურ დაფას, უნდა მოჩვენებასთან იკონტაქტოს, მაგრამ კეტის ამ იდეაზე ცუდი რეაქცია ექნება. მიკამ მაინც დატოვა კამერა დაფასთან, ღამით დაფა დაიწვა და მასზე სხვადასხვა სიმბოლო გაჩნდა.

მე-17 ღამეს, მიკამ გადაწყვიტა თეთრი ფხვნილი მოეფშვნა მოჩვენების ნაფეხურების გასასაზღვრად. ღამით ვიღაცის ნაბიჯებს გაიგონებენ. გამოღვიძებისას კეტი და მიკა ხედავენ, რომ უცნაურ ნაკვალევი სხვენის ღია კარებთან მიდის. მიკა ადის სხვენში და პოულობს კეტის ფოტოს ძველ სახლთან, რომელიც მთლიანად დაიწვა.

შემდეგ დღეს ისინი უკვე იძახებენ ნაცნობ ექსტრასენსს, მაგრამ ის სახლში შესვისთანავე შეშინებული ამბობს, რომ არსება მისი მოსვლით უკმაყოფილოა და უარესი იქნება, თუკი დარჩება. შეახსენებს, რომ დემონები მისი სპეციალობაა არაა და კეტის თხოვნის მიუხედავად, მიდის.

მე-20 ღამით დემონი კეტის ფეხებში ჩაავლებს და კიბეზე ჩაათრევს. მიკა შეძლებს კეტის მოჩვენებისგან დახსნას. დილით, მიკა კეტიზე ნაკბენის ნაკვალევს აღმოაჩენს, შემდეგ წყვილი შეთანხმდება, შემდეგი ღამე სასტუმროში გაათენონ და უკვე ყველაფერი იქ მოიფიქრონ, მაგრამ, უეცრად კეტი სახლში დარჩენას გადაწყვეტს და ეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ღამით კვლავ მთვარეულივით დგება საწოლიდან და რამდენიმე საათი მიკას უყურებს, შემგეგ ჩადის ქვემოთ. ისმის მისი ყვირილი დასახმარებლად. მიკა ჩარბის კივეზე და თვითონ იწყებს ღრიალს.

დასრულებები:

  1. სტანდარტული (ნაჩვენები იქნა კინოთეატრებში). ამის შემდეგ ისმის ნაბიჯები, ცოტა ხანში ცხრება, და ოთახში ზურგით შემოფრინდება მიკა. ეჯახება კამერას. წაქცეული კამერა მაინც აგრძელებს გადაღებას. შემდეგ შემოდის დასისხლიანებული კეტი, კამერისკენ მიხოხდება და მასში გაიღიმებს. ამით ფილმი სრულდება. ტიტრებში იწერება, რომ მიკას გვამი იპოვეს, კეტი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.
  1. ორიგინალი (მხოლოდ ინტერნეტშია ხელმისაწვდომი). კეტი ოთახში კიბით ნელა და ხმაურით ბრუნდება, ხელში დანა უკავია, მაისური სისხლიში აქვს ამოსვრილი, ზომბივით გამოიყურება. კეტი საწოლის ფეხთან იატაკზე ჯდება და მანიაკალურად აქეთ-იქით ქანაობას დაიწყებს. ამ დროს მას კამერა იღებს. ასე ზის დილამდე და მთელი მომდევნო დღე გამოუფხიზლებლად და აუდგომლად. საღამოს ისმის როგორ შემოდის მეზობელი და მკვდარ მიკას დანახვისას კივილით გარბის. რამდენიმე ხანში მოდის პოლიცია, კეტი კი კვლავ იქვე ზის და არ დგება. პოლიციელები ადიან მეორე სართულზე, სადაც კეტია. საკუჭნაოში კვლავ შუქი ინთება და ქვრება — დემონი კეტიდან გამოვიდა. პოლიციელების დანახვისას, დგება და მათკენ მიდის (ჩამოშვებულ ხელში დანით) და ამბობს: „მიკა, შენ ხარ?... მიკა, შენ ხარ?...“ პოლიციელების გაფრთხილების მიუხედავად, რომ თუ დანას არ დააგდებდა, ესროდნენ, კეტი სვლას აგრძელებს. გაისვრიან და კეტი იატაკზე ეცემა.[6]
  1. ალტერნატიული (ხელმისაწვდომია ლიცენზირებულ DVD-სა და Blu-ray ვერსიებზე). კეტი ოთახში დანით ბრუნდება, კარს კეტავს და კამერაში ყურებით ყელს იჭრის.[6][7]
  • კეტი ფიზერსტოუნი — კეტი
  • მიკა სლოტი — მიკა
  • მარკ ფრედერიქსი — მედიუმი
  • ემბერ არმსტრონგი — ემბერი
  • ეშლი პალმერი — დიანა
  • სპენსერ მარკსი — იოჰან ავერისი

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება
  • იტალიაში ფილმის ყურებისას არასრულწლოვანი პარალიზდა.
  • ფილმი 10 დღეში გადაიღეს. გადაღებები ფილმის რეჟისორის, ოურენ პელის, სახლში მიდიოდა.[8]
  • ორიგინალი დასასრულის ჩანაცვლება, სტივენ სპილბერგმა ურჩია.[8]
  • მას შემდეგ, რაც სპილბერგმა სტუდიიდან DVD აიღო სახლში საყურებლად, უჩინარმა ძალამ მისი საძინებლის კარი მოიჯახუნა და ურდულის გასაღებად რეჟისორს ზეინკლის გამოძახება მოუწია.[9]
  • ფილმის ბიუჯეტმა 15,000 აშშ დოლარი შეადგინა,[3] ხოლო შემოსავალმა — 193,355,800 აშშ დოლარი.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Paranormal Activity. American Film Institute. ციტირების თარიღი: 2016-11-29
  2. PARANORMAL ACTIVITY (15). British Board of Film Classification (14 ოქოტომბერი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-26. ციტირების თარიღი: 25 ივნისი, 2015.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Paranormal Activity. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2011-11-23.
  4. Paranormal Activity. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 2013-12-07.
  5. King, Susan (2009-12-01). 'Precious' and 'The Last Station' lead Independent Spirit Award nominations“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2010-02-24.
  6. 6.0 6.1 Goss, William (10/11/09). „So What Was 'Paranormal Activity's Original Ending?“. Horror Squad. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-15. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  7. Hall, Peter. (2009-10-09) Interview: Oren Peli, Writer-Director of 'Paranormal Activity'. Cinematical. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-16. ციტირების თარიღი: 2009-10-23.
  8. 8.0 8.1 IMDb — Trivia
  9. The haunted history of 'Paranormal Activity' // LA Times