პარანა (არგენტინა)
პარანა — ქალაქი არგენტინაში, ენტრე-რიოსის პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე პარანას აღმოსავლეთ სანაპიროზე, მეზობელი სანტა-ფეს პროვინციის დედაქალაქ სანტა-ფეს მოპირდაპირედ. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 237 968 ადამიანს (2001).
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პარანა Paraná | |||||
| |||||
ქვეყანა | არგენტინა | ||||
პროვინცია | ენტრე-რიოსის პროვინცია | ||||
კოორდინატები | 31°43′00″ ს. გ. 60°31′00″ დ. გ. / 31.71667° ს. გ. 60.51667° დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | ხოსე კარლოს ალე | ||||
დაარსდა | 23/10/1730 | ||||
ფართობი | 54 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 77 მ | ||||
მოსახლეობა | 237,968 კაცი (2001) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-3 | ||||
სატელეფონო კოდი | +54 (0) 0343 | ||||
საფოსტო ინდექსი | E 3100 | ||||
ოფიციალური საიტი | parana.gov.ar | ||||
პარანა არა მარტო პროვინციის პოლიტიკური ცენტრია. ამავე დროს, ის მნიშვნელოვანი სამდინარო პორტია, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მეზობელი პროვინციებიდან ტვირთების გადაზიდვაში. მრეწველობის მნიშვნელოვანი დარგებია ცემენტის, ავეჯისა და კერამიკის წარმოება.
ქალაქის ცენტრში თავს იყრის კოლონიური პერიოდის მრავალი ეკლესია. პარანა ქალქ სანტა-ფესთან დაკავშირებულია გვირაბით, რომელიც 1969 წელს გაიხსნა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2018-04-21 საიტზე Wayback Machine.
- ენტრე-რიოსის უნივერსიტეტი(ესპანური)