პარაგვაი-ურუგვაის ურთიერთობები
პარაგვაი-ურუგვაის ურთიერთობები — საგარეო ურთიერთობები პარაგვაისა და ურუგვაის შორის.
პარაგვაი |
ურუგვაი |
ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1845 წლის 6 აპრილს დამყარდა. ორივე ქვეყანას ერთმანეთის დედაქალაქებში გახსნილი აქვს საელჩო.
სამთა ალიანსის ომის დროს, რომელშიც ურუგვაი პარაგვაის წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის ყველაზე პატარა წევრი იყო, ამ ორი ქვეყნის ძალები ერთმანეთს რამდენიმე გადამწყვეტ ბრძოლაში შეეტაკნენ.
ურუგვაიც და პარაგვაიც რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრები არიან, მათ შორისაა მერკოსური, რიოს ჯგუფი, ლათინური კავშირი, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია და ა. შ.