გრიგოლ პაპავა

(გადამისამართდა გვერდიდან პაპავა, გრიგოლ)

გრიგოლ პაპავა (დ. 30 ოქტომბერი, 1914, ჩხოროწყუ — გ. 1998) — ქართველი საბჭოთა მექანიზატორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1965). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკურ-მათემატიკური ფაკულტეტი (1940). 1956–1995 წლებში მუშაობდა საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის სამეცნიერო-ექსპერტული სახელოსნოს გამგედ. ვაზის მყნობის პროცესების კომპლექსური მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების შემუშავება-შექმნისათვის, მისი ტექნოლოგიური პროცესების გამოკვლევისა და წარმოებაში დანერგვისათვის ვახტანგ პაპავასთან (ყველაზე ახალგაზრდას 26 წლის ასაკში) ერთად მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია (1977). დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

თხზულებები

რედაქტირება
  • ვაზის მყნობის მექანიზაცია, თბ., 1960 წ.

ლიტერატურა

რედაქტირება