პანტიუხინის უფსკრული
პანტიუხინის უფსკრული[2] — კარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის მასივის დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1786 მ სიმაღლეზე. ჩასასვლელი იხსნება რამდენიმე მეტრის სიღრმის ვიწრო (0,5-0,7 მ) ხვრელით, რომლის კედლები თოვლის ნადნობი წყლებით არის დამუშავებული. გამომუშავებულია ზედა იურულ-ქვედა ცარცულ ძლიერ დამსხვრეულ კირქვებში.[3]
პანტიუხინის უფსკრული | |
---|---|
კოორდინატები: 43°19′36″ ჩ. გ. 40°29′56″ ა. გ. / 43.32667° ჩ. გ. 40.49889° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 1786 მ |
სიგრძე | 5500 მ |
სიღრმე | 1508 მ |
მოცულობა | 0,004 მლნ. მ³ |
აღმოჩენის წელი | 1979[1] |
ტიპი | კარსტული მღვიმე |
ამგებელი ქანები | კირქვა |
მასში მორფოლოგიურად მკაფიოდ გამოხატული ოთხი მონაკვეთი გამოიყოფა. უფსკრულის პირველი მონაკვეთი მღვიმის ზედა ნაწილს მოიცავს 600 მ სიღრმემდე და წარმოდგენილია კასკადური ჭებისა და ღრმა საფეხურების რთული სისტემით. მათ შორის ყველაზე ღრმა 107 მ აღწევს. მეორე მეანდრირებული, დახრილფსკერიანი მონაკვეთი 650 მ სიღრმეზე იწყება და 400 მ-მდე გრძელდება. დერეფნის ბოლოში, 30 მ სიღრმის ჭას, უფსკრულის მესამე მონაკვეთი აგრძელებს, რომელსაც გეგმაში მეორე მონაკვეთის საწინააღმდეგო მიმართულება აქვს.
უფსკრულის ჩასასვლელიდან 800 მ სიღრმეზე, მღვიმის მეოთხე მონაკვეთი იწყება, რომელიც ფაქტობრივად 200 მ სიღრმის ჭით არის წარმოდგენილი. 1025 მ სიღრმეზე იგი ნგრეული მასალით ამოქოლილ ნაპრალს აწყდება. ამჟამად აქ მიღწეული სიღრმით — 1508 მ[4] პანტიუხინის მღვიმე მსოფლიოს უღრმეს მღვიმეებს შორის მე-12 ადგილს იკავებს. მასში უფრო ღრმად ჩაღწევის პერსპექტივაც არსებობს, თუმცა საკმაოდ რთული დასაძლევია უფსკრულის ბოლოში ვიწრო დერეფანი, რომელიც სიფონური ტბით არის გადაკეტილი.
სახელი ეწოდა მისი ერთ-ერთი პირველაღმომჩენის, ტრაგიკულად დაღუპული ალპინისტისა და სპელეოლოგის ვიაჩესლავ პანტიუხინის პატივსაცემად.[3]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Пантюхина В. Шахта | Географическая энциклопедия
- ↑ კ. ხარაძე, გეოლოგიურ-გეომორფოლოგიური ძეგლები, თბილისი, 2014
- ↑ 3.0 3.1 ზ. ტინტილოზოვი, ბზიფის მასივის კარსტი და მღვიმეები, თბილისი, მეცნიერება, 1988
- ↑ საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების შრომები, თბილისი, 2018[მკვდარი ბმული]