პანდია (თანამგზავრი)

პანდია (ძვ. ბერძნ. Πανδία), იუპიტერ LXV, S/2017 J 4 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის ჰიმალიის ჯგუფში.

პლანეტა იუპიტერის თანამგზავერი პანდია

იუპიტერის გარშემო სრულ ბრუნს აკეთებს დაახლოებით 252 დღეში. თანამგზავრის ორბიტის დიდი ნახევარღერძი დაახლოებით 11.5 მილიონი კილომეტრია, ორბიტალური დახრილობა — დაახლოებით 28.15°, დიამეტრი დაახლოებით — 3 კმ.

აღმოჩენა

რედაქტირება

თანამგზავრი აღმოჩენილ იქნა სკოტ შეპარდისა და მისი გუნდის მიერ. აღმოჩენა გამოცხადდა 2018 წლის 17 ივლისს. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ნომენკლატურის შესაბამისად, თანამგზავრს მიენიჭა დროებითი სახელი S/2017 J 4.

2018 წლის 25 სექტემბერს აღმოჩენა აღიარა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა და თანამგზავრმა მიიღო მუდმივი ნომერი „იუპიტერი LXV“[1]. 2019 წლის თებერვალში აღმომჩენებმა Twitter-ზე გამოაცხადეს მათ მიერ აღმოჩენილი თანამგზავრებისათვის სახელების შემოთავაზების მოთხოვნა[2].

2019 წლის 20 აგვისტოს თანამგზავრს ეწოდა სელენისა და ზევსის ასულის ქალღმერთ პანდიეს სახელი, ბერძნული მითოლოგიიდან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

MPEC 2018-O12 : S/2017 J 4

  1. Международный астрономический союз. (2018-09-25) MPC 111804. Центр малых планет. ციტირების თარიღი: 2019-01-20.
  2. Глянцев, Анатолий (2019-02-26). „Пользователям "Твиттера" предложили выбрать названия для спутников Юпитера“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-20. ციტირების თარიღი: 2019-08-20.