პანაჰ ალი-ხანის სასახლე
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
პანაჰ ალი-ხანის (აზერ. Pənahəli xanın sarayı) ან იმირატი პანაჰ ალი-ხანის (აზერბ. Pənahəli xanın imarəti) სასახლე — ყარაბახის ხან პანაჰ ალი-ხან ჯევანშირის რეზიდენცია ქალაქ აგდამში. სასახლის სიახლოვეს მდებარეობს იმარატის სამარხი — ჯევანშირების საგვარეულო სასაფლაო. ქალაქ აგდამის სახელი მომდინარეობს საამიროს რეზიდენციიდან. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 2001 წლის 2 აგვისტოს განკარგულებით სასახლე, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი, სახელმწიფო დაცვას გადაეცა.[1]
პანაჰ ალი-ხანის სასახლე აზერ. Pənahəli xanın sarayı | |
---|---|
არკადა | |
მდებარეობა | აღდამი, აზერბაიჯანი |
თარიღდება | XVIII ს. |
მდგომარეობა | დაზიანებული |
extra |
აღწერა
რედაქტირებანაგებობა საზეიმო სასახლეებისგან მოშორებითაა. ეს ფეოდალური მმართველობის საცხოვრებელი სახლია, რომელიც აღმართისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს.[2]
პანაჰ ხანის სახლი ერთმანეთთან პერპენდიკულარულად განთავსებული ორი ნაგებობისაგან შედგებოდა. მთავარი ნაგებობა წარმოადგენს რამდენიმე სვეტოვან დარბაზს, რომლებიც დაჯგუფებულია სამხრეთის მიმართულებით ორიენტირებული ეივნიანი ცენტრალური გუმბათოვანი დარბაზის გარშემო. დარბაზი ეივნით — დივან-ხანე — მდიდარი ადამიანის ოფიციალური სასახლის ნახევარს წარმოადგენ.[2] ძეგლის ეივანი გადაწყვეტილია სამსაფეხურიანი თაღით. წვეტიანი თაღები მონოლითური, დაუჭრელი ქვების სვეტებზე ძევს. მთლიანობაში ეივანს პორტიკის გამოსახულებითი ფორმა ჰქონდა, შენობის ცენტრალურ შესასვლელში.[2]
მთავარი დარბაზი გადახურული იყო რვაკუთხა გუმბათით, რომელიც ზედა ნაწილში ფარნის ფორმის დაშენებული ნაწილით მთავრდებოდა. ასეთი მოწყობა შეიძლება მივამსგავსოთ "კარამადის" ტიპის საცხოვრებელ სახლს, რომელსაც ჭერის ცენტრში კვამლის გასასვლელი ნახვრეტი აქვს.[2]
პანაჰ ხანის სასახლე საინტერესოა, როგორც საცხოვრებელი სახლის ნიმუში. ის აზერბაიჯანის ტიპური საცხოვრებლის თვისობრივი მსგავსების მახასიათებლებს ატარებს. ამ მსგავსების ელემენტებია — ერთი მხრივ, გუმბათოვანი დარბაზი ეივნით, მეორე მხრივ, სვეტებიანი ოთახები, მრავალრიცხოვანი ნიშის არსებობა, მთავარი საცხოვრებელი კორპუსების ორიენტაცია სამხრეთით და სხვა. სასახლესთან კავშირზე მეტყველებს პერიმეტრში ორდუბადისა და აბშერონის საცხოვრებელი სახლების ერთრიგად განლაგების მცდელობაც.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Azərbaycan Respublikası Mədəniyyət Nazirliyi Mədəni İrsin Qorunması, İnkişafı və Bərpası üzrə Dövlət Xidməti. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-22. ციტირების თარიღი: 2021-02-26.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Абдул Вагаб Саламзаде Архитектура Азербайджана XVI-XIX вв.. — Баку: Издательство Академ ии Наук Азербайджанской ССР, 1964. — С. 84. — 257 с.