პანაჯი (კონკანი पणजी, ინგლ. Panaji, პორტ. Pangim) — ინდოეთის ყველაზე პატარა შტატის-გოას დედაქალაქი და გოას ჩრდილოეთ რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე მანდოვის პირას. მოსახლეობა-58 785  ადამიანი(114 759 გარეუბნების ჩათვლით). პანაჯი გოას შტატში მე-3  ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია მარგაოსა და ვასკო და გამას შემდეგ.[1]

პანაჯი
პანაჯის ეკლესია
პანაჯი-გოას ინდუსტრიული განვითარების კორპორაცია
პანაჯი-გოას ინდუსტრიული განვითარების კორპორაცია
 
პანაჯი
 

1961 წლის დეკემბერში, პორტუგალიის კოლონიალური მმართველობის დასრულების შემდეგ, პანაჯი,  გოას დანარჩენ ტერიტორიებთან ერთად, ინდოეთის შემადგენლობაში  შევიდა. 1961-1987 წლებში პერიოდში. პანაჯი იყო გოას, დამანისა და დიუს კავშირის ტერიტორიის დედაქალაქი. 1987 წლის მაისიდან იგი გოას შტატის დედაქალაქი და გოას ჩრდილოეთ რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.

ქალაქი პირველად მოიხსენიება 1107 წელს თავიდან პანაჯი იყო  Velha Goa (ძველიგოა) პატარა გარეუბანი.[2]

 
პანაჯი-სახელმწიფო არქეოლოგიური მუზეუმი

რამდენიმე ეპიდემიის შემდეგ (მე -18 საუკუნის პირველი ნახევარი) ქალაქმა  უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა: 1759 წელს აქ გადავიდა  კოლონიის გამგებლის რეზიდენცია. 1843 წელს პანაჯი გახდა კოლონიის დედაქალაქი და დაარქვეს Nova Goa. ინდოეთის არმიის მიერ გოას ოკუპაციის შემდეგ 1961 წელს, პანაჯი (კვლავ) გახდა გოას, დამანისა და დიუს კავშირის ტერიტორიების დედაქალაქი.[3][4]

პანაჯი უდიდესი ქალაქია გოას შტატში. ამასთან, მრავალი სამთავრობო უწყებისა და ორგანიზაციის წყალობით, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსახლეობის რაოდენობა.[5][6]

პანაჯი მდინარე მანდოს მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს.  ქალაქის ცენტრში, პორტუგალიის კოლონიური არქიტექტურის სტილის ბევრი ნაგებობაა, რომელთა სიახლოვეს მდებარეობს  სხვა არქიტექტურული ღირშესანიშნაობები.  დღეისათვის პანაჯი ასევე თანამედროვე მზარდი ეკონომიკური მნიშვნელობის ქალაქია 2016 წლის 15 და 16 ოქტომბერს, პანაჯში BRICS- ის მე -8 სამიტი გაიმართა.

გეოგრაფია

რედაქტირება

პანანჯი ზღვის დონიდან 7 მ (26 ფუტი) მდებარეობს

 
პანაჯის სანაპირო

ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა 40 ° C- ს აღწევს, ზამთარში კი იგი 20 ° C - 32 ° C- ს შორის მერყეობს. მუსონური პერიოდი ივლისიდან სექტემბრამდეა და ხასიათდება ძლიერი ნალექითა და ქარებით.

მოსახლეობა

რედაქტირება

2001 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 58 785 ადამიანს, კაცები 51% და ქალები 49%. წიგნიერების მაჩვენებელი 81% -ია, რაც უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში. წიგნიერება მამაკაცებში 85%, ქალებში 77%. მოსახლეობის 9% 6 წლამდე ასაკის ბავშვები არიან. 2018 წლის აპრილის მონაცემებით, პანაჯის და მისი შემოგარენის მოსახლეობა 250 ათასს შეადგენდა.[7]

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება
 
 
სანელებლები

ქალაქის ცენტრია წარმოადგენს მოედანი. აქ  მდებარეობს 1541 წელს აშენებული ღვთისმშობლის სახელობის პორტუგალიური ეკლესია. XVI საუკუნით დათარიღებული სხვა ღირსშესანიშნაობებია მენეზეს ბრაგანცას ინსტიტუტი, მაჰალაქშის ტაძარი, ჯამა მასჯიდის მეჩეთი, წმინდა სებასტიანის სამრეკლო.

პანაჯის ღირსშესანიშნავი ადგილებია: „18 ივნისის გზა“ (ქალაქის ხალხმრავალი, სავაჭრო  ცენტრი   ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის),  მალა სკვერი, მირამარის სანაპირო და კალას აკადემია (არქიტექტორ ჩარლზ კორეას მიერ აგებული კულტურული ცენტრი). კალას აკადემიაში იმართება  გოას კულტურისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენები.

განათლება

რედაქტირება

გოას ერთადერთი უნივერსიტეტი მდებარეობს პანაჯი ტელეგაიოს გარეუბანში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

გარე ბმულები

რედაქტირება
  1. Santos, Catarina Madeira (2001). Entre Velha Goa - a capital do estado da Índia e as reformulações da política ultramarina. Retrieved 9 June 2019.
  2. Faces of Goa: A Journey Through the History and Cultural Evolution … — გვ. 237
  3. Title: Gazetteer of the Union Territory Goa, Daman and Diu: district gazetteer, Volume 1; Publisher: Gazetteer Dept., Govt. of the Union Territory of Goa, Daman and Diu, 1979 (Original from the University of Michigan, Digitised: 30 August 2008)
  4. "Rise and fall of 'Old Goa'". 2016.
  5. "Normals Data: Goa/Panjim - India Latitude: 15.48°N Longitude: 73.82°E Height: 58 (m)".Japan Meteorological Agency. Archived from the original on 1 March 2020. Retrieved 1 March 2020.
  6. Portuguese is culturally present as various creoles, and in places like churches.
  7. "Provisional Population Totals Paper 2, Volume 2 of 2011: Goa State Tables" (PDF). censusindia.gov.in. Registrar General and Census Commissioner of India. Retrieved 9 July 2013.