პანაშვიდი (მოთხრობა)

ანტონ ჩეხოვის მოთხრობა

პანაშვიდი (რუს. Панихида) — ანტონ ჩეხოვის მოთხრობა, რომელიც 1886 წელს დაიწერა. პირველად, 1886 წლის 15 თებერვალს, გაზეთ „ახალი დრო“-ს 3581-ე ნომერში გამოქვეყნდა.

პანაშვიდი
ჟანრი მოთხრობა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1886
გამოცემულია 15 თებერვალი, 1886

გამოქვეყნება

რედაქტირება

მოთხრობა თავდაპირველად, 1886 წლის 15 თებერვალს, გაზეთ „ახალი დრო“-ს 3581-ე ნომერში გამოქვეყნდა განყოფილებაში შაბათობები, ხელმოწერით: ან. ჩეხოვი.

მოთხრობა მცირე ცვლილებებით 1887 წელს გაზეთ „ბინდში“ დაიბეჭდა. უმნიშვნელო ცვლილებებით შევიდა ადოლფ მარქსის მიერ 1899—1901 წლებში გამოცემული ჩეხოვის თხზულებათა კრებულის მესამე ტომში.

ჩეხოვის სიცოცხლეშივე მოთხრობა უნგრულ, გერმანულ, რუმინულ, სერბო-ხორვატულ და ფინურ ენებზე ითარგმნა.

ჩეხოვი, ადრე ჩვეულებრივ თავისი ფსევდონიმით ა. ჩეხონტე აქვეყნებდა ნაწარმოებებს. „ახალ დროში“ ეს მისი პირველი პუბლიკაცია იყო. 27 (14 ძველი სტილით) თებერვალს მან გაზეთისგან ტელეგრამა მიიღო სადაც მოთხრობის ავტორის ნამდვილი სახელით გამოქვეყნებას თხოვდნენ. ა. ლაზარევ-გრუზინსკი თავის მემუარებში წერდა: „ჩეხოვმა თანხმობა მისცა, თუმცა შემდეგ ინანა, რადგან ის რაღაცის სამედიცინო ჟურნალში აპირებდა და თავის ნამდვილ გვარს უფრო სერიოზული სტატიებისთვის ინახავდა“[1].

6 მარტს (ძველი სტილით 21 თებერვალი) სუვორინის წერილზე პასუხისას, ჩეხოვი წერდა: „მადლობას გიხდით ჩემი ნამუშევრების მიმართ საქებარი სიტყვებისა და მოთრობის სწრაფი დაბეჭდვისათვის ‹…› თქვენ მოსაზრებას ჩემი მოთხრობის გადაგდებული დასასრულის შესახებ ვიზიარებ და მადლობას გიხდით სასარგებლო მითითებისათვის. მე უკვე ექვსი წელია ვმუშაობ, მაგრამ თქვენ პირველი ხართ რომელსაც მითითება და მოტივირება არ დაგეზარათ“.

მოთხრობის ხელნაწერი დაიკარგა. შემორჩა მხოლოდ გაზეთ „ახალ დროში“ დაბეჭდილი ვერსია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Чехов А. П. Панихида // Чехов А. П. Полное собрание сочинений и писем: В 30 т. Сочинения: В 18 т. / АН СССР. Ин-т мировой лит. им. А. М. Горького. — М.: Наука, 1974—1982.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ა. გრუზინსკი. О Чехове. Русская правда. 1904. № 99