პალმასი (ტოკანტინსი)

პალმასი (პორტ. Palmas) – ქალაქი და მუნიციპალიტეტი ბრაზილიაში, ტოკანტინსის შტატის დედაქალაქი. მოსახლეობა – 208,165 კაცი (2005). ფართობი 2,218 კმ². სიმჭიდროვე - 93.8 ად./კმ². მდებარეობს მდინარე ტოკანტინსზე.

ქალაქი
პალმასი
Palmas
დროშა გერბი

ქვეყანა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
დაქვემდებარება ქალაქი და მუნიციპალიტეტი
რეგიონი ჩრდილოეთი
შტატი ტოკანტინსი
კოორდინატები 10°12′00″ ს. გ. 48°21′00″ დ. გ. / 10.20000° ს. გ. 48.35000° დ. გ. / -10.20000; -48.35000
მერი რაულ ფილიუ
დაარსდა 1989
ფართობი 2,218.9 კმ²
ცენტრის სიმაღლე 30
მოსახლეობა 208,165 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 93.8 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-3, ზაფხულში UTC-2
სატელეფონო კოდი 63
საფოსტო ინდექსი 77000-000
ოფიციალური საიტი palmas.org
პალმასი (ტოკანტინსი) — ბრაზილია
პალმასი (ტოკანტინსი)

ერთი წლის შემდეგ, რაც ტოკანტინსის შტატი გამოეყო გოიასის შტატს (1988 წლის კონსტიტუციის თანახმად) დაიწყო ქალაქ პალმასის მშენებლობა. 1989 წლის 20 მაისს ოფიციალურად დაიწყო ქალაქის მშენებლობა. 1990 წლის 1 იანვრიდან პალმასი ტოკანტინსის შტატის დედაქალაქია. 1991 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 25 ათ. კაცს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება