პალის ეხი
არქეოლოგიური ძეგლი
პალის ეხი — არქეოლოგიური ძეგლი ქალაქ სოხუმში.
სადაზვერვო თხრილის სიღრმე 1.50 მ იყო, ფართობი 2X2 კვ. მ. ეხში 7 განსხვავებული ნიადაგისეული ფენა დაფიქსირდა. ამათგან ადრებინჯაოს V და VI ფენები განეკუთვნებოდნენ. კაჟი და ქვა სრულიად უმნიშვნელო რაოდენობისა იყო და აბსოლუტურად უსახური. პალის კერამიკა ზედმიწევნით ანალოგიური აღმოჩნდა ახრა-კაპშის მღვიმის მასალისა. ქილისა და ქოთნისებრი ფრაგმენტები თიხის ცომში დანაყილი კალციტის მინარევით. ძირები ბრტყელი ან ქუსლგაზიდული, ყურები მარყუჟისებური, ორნამენტი წარმოდგენილი იყო შტამპით დატანილი ჰორიზონტალური ზოლებით. არის პრიალაზედაპირიანი ფრაგმენტებიც.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24490