პალეოეკოლოგია
პალეოეკოლოგია (ბერძ. Palaios – ძველი და ეკოლოგია) — პალეონტოლოგიის განხრა, რომელიც შეისწავლის გეოლოგიური წარსულის გარკვეულ გარემო პირობებს და ცხოველთა შეგუების მოვლენებს.
წარსულის ორგანიზმების ცხოვრების ვითარების აღდგენის ძირითადი მეთოდია — ჩონჩხის ნარჩენების აგებულების შესწავლა; ამით შესაძლებელი ხდება ნამარხი ორგანიზმების ცხოვრების პირობების ნაწილობრივი აღდგენა. ქანების ნივთიერი შედგენილობა, მათი სტრუქტურა, ტექსტურული და გეოქიმიური მახასიათებლები გვაძლევს საშუალებას აღვადგინოთ უძველესი ორგანიზმების ცხოვრების მრავალი თავისებურება და მათი დაღუპვის ვითარება. უძველესი ორგანიზმების ბინადრობისა და მათი ცხოვრების ვითარების აღდგენისას პალეოეკოლოგია გვაწვდის მნიშვნელოვან ცნობებს პალეონტოლოგიის სხვა განხრებისათვის, ასევე გეოლოგიისათვის, პალეოგეოგრაფიული პირობების რეკონსტრუქციებისთვის და სხვ.
პალეოეკოლოგიის ფუძემდებელია რუსი პალეონტოლოგი ვლადიმერ კოვალევსკი, რომელმაც მოგვცა ამომწყდარი ხერხემლიანების ევოლუციური და პალეოეკოლოგიური ანალიზი. პალეოეკოლოგიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ნიკოლოზ ანდრუსოვმა კლასიკური შრომები უძღვნა ნამარხი ზღვიური ხერხემლიანების კვლევის საკითხს. პალეოეკოლოგიის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი იყო ასევე ბელგიელი პალეონტოლოგის ლუი დოლოსა და ოტენიო აბელის შრომები.
გამოიცემა ჟურნალები „Palaeogeography, Palaeoclimatology, Palaeoecology“ (Amst., 1965-იდან).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Ager D. V., Principles of paleoecology, N. Y., 1963
- Schäfer W., Aktuo-Paläontologie nach Studien in der Nordsee, Fr./M., 1962
- Геккер Р. Ф., Введение в палеоэкологию, М., 1957
- Иванова Е. А., О путях развития палеоэкологии в СССР, "Палеонтологический журнал", 1959, № 2
- Яковлев Н. Н., Организм и среда, 2 изд., М.— Л., 1964