პალატა №6
ანტონ ჩეხოვის მოთხრობა
პალატა №6 (რუს. Палата № 6; თანამედროვეების მიერ სახელწოდება იკითხებოდა, როგორც „მეექვსე ნომერი პალატა“[1]) — ანტონ ჩეხოვის მოთხრობა. პირველად 1892 წელს ჟურნალ „Русская мысль“-ში გამოქვეყნდა[2].
პალატა №6 | |
---|---|
ჟანრი | მოთხრობა |
ავტორი | ანტონ ჩეხოვი |
მშობლიური ენა | რუსული |
დაწერილია | 1892 |
გამოცემულია | 1892 |
პერსონაჟები
რედაქტირება- ანდრეი ეფიმიჩ რაგინი — ქალაქის საავადმყოფოს მთავარი ექიმი;
- ივან დმიტრიჩ გრომოვი — 33 წლის პაციენტი, ყოფილი სასამართლოს ზედამხედველი და გუბერნიის მდივანი, დაავადებულია დევნის ბოდვით;
- ევგენი ფიოდოროვიჩ ხობოტოვი — მაზრის ექიმი, ახალგაზრდა კაცი, სამაზრო ერობის მიერ სამუშაოდ გაგზავნილი საავადმყოფოში;
- მიხეილ ავერიანიჩი — ზრდასრული ფოსტის უფროსი, გაღარიბებული მდიდარი მემამულე;
- სერგეი სერგეიჩი — ფერშალი, ქალაქში გააჩნია საექიმო პრაქტიკა;
- ნიკიტა — დარაჯი, მოხუცი გადამდგარი ჯარისკაცი;
- სემიონ ლაზარიჩი — დალაქი, დადის საავადმყოფოში პაციენტებისთვის თმის შესაჭრელად (ჩვეულებრივ ნასვამი);
- მოისეიკა — პაციენტი, ებრაელი, სულელი, შეშლილი;
- დარიუშკა — ანდრეი ეფიმიჩის მზარეული.
ეკრანიზაცია
რედაქტირება- 1974 — „Krankensaal 6“ (გფრ), — რეჟისორი კარლ ფრუხტმანი
- 1978 — „Paviljon VI“ (იუგოსლავია), — რეჟისორი ლუჩიან პინტილიე
- 1987 — „Sala nr 6“ (პოლონეთი), — რეჟისორი კშიშტოფ გრუბერი, ანდჟეი დომალიკის სცენარის მიხედვით
- 2004 — „რაგინი“ (რუსეთი), — რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი, მიხეილ უგაროვისა და დიმიტრი ზვერკოვის სცენარის მიხედვით
- 2009 — „პალატა № 6“ (რუსეთი), — რეჟისორი კარენ შაჰნაზაროვი, ალექსანდრე ბოროდიანსკისა და კარენ შაჰნაზაროვის სცენარის მიხედვით
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება- გამოთქმა „პალატა № 6“ საზოგადო სახელი გახდა რუსულ ენაში. ამგვარად აღნიშნავენ რაიმე არანორმალურს.
- დუეტმა ივასიმ 1996 წელს დაწერა სიმღერა „Ума палата номер шесть“[3].
- პოეტსა და მუსიკოსს ალექსანდრე ბაშლაჩიოვს აქვს სიმღერა „პალატა № 6“
- სახელწოდებას „პალატა № 6“ ატარებდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის გუნდი უჟგოროდიდან, სადაც თავისი შემოქმედება მომავალმა მომღერალმა Ёлка-მ დაიწყო.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ирина Левонтина «Какого рода слово кофе — интересный вопрос» // Афиша Daily, 12 января 2016
- ↑ ანტონ ჩეხოვი, პალატა №6 // Русская мысль, მოსკოვი, 1892, № 11, გვ. 76—123.
- ↑ Дуэт Иваси. «Ума палата номер шесть»