პალადიონ ბარელაძე

დოცენტი, სამედიცინო სამსახურის პოდპოლკოვნიკი, საქართველოს დამსახურებული ექიმი

პალადიონ ბარელაძე (დ. 19 მარტი, 1920, სოფელი პერევისა, ჭიათურის რაიონი — გ. 9 მაისი, 2014, თბილისი) — ქართველი ოტორინოლარინგოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, სამედიცინო სამსახურის პოდპოლკოვნიკი, საქართველოს დამსახურებული ექიმი.

პალადიონ ბარელაძე
დაბ. თარიღი 19 მარტი, 1920
დაბ. ადგილი პერევისა
გარდ. თარიღი 9 მაისი, 2014 (94 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა სსრკ, საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა მეცნიერი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი
ჯილდოები წითელი ვარსკვლავის ორდენი,
სამამულო ომის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში — 1942–1946 წლებში იყო 198–ე მსროლელი დივიზიის მთავარი ექიმი. 1947–1949 წლებში იყო საავიაციო არმიის სამხედრო ნაწილის მთავარი ექიმი, 1949–1955 წლებში — საავიაციო არმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ოტოლარინგოლოგი. 1955–1968 წლებში იყო ლენინგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიის ოტოლარინგოლოგიის კათედრის დოცენტი, სადაც 1963 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ვესტიბულარული შერჩევისას ცენტრალური ნერვული სისტემის უმაღლესი განყოფილებების ფუნქციონალური როლის შესახებ“.

1968–1969 წლებში იყო საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1969–1973 წლებში — პედიატრიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.

1963–1964 წლებში სპეციალური დავალებით მივლინებული იყო კუბის რესპუბლიკის მთავარ სამხედრო ჰოსპიტალში. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა მთავარი ლარინგოლოგი, №4 ბავშვთა საავადმყოფოს განყოფილების უფროსი.

პალადიონ ბარელაძე ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება