პავლოვსკის მარიამ მაგდალინელის ეკლესია

პავლოვსკის მარიამ მაგდალინელის ეკლესია (რუს. Церковь Марии Магдалины) — მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი პავლოვსკში, სანქტ-პეტერბურგი. ეკლესია აგებულია 1781-1784 წლებში. ეკლესია არის პირველი ქვის შენობა ქალაქში.

პავლოვსკის მარიამ მაგდალინელის ეკლესია
პავლოვსკის მარიამ მაგდალინელის ეკლესია — რუსეთი
პავლოვსკის მარიამ მაგდალინელის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°41′06″ ჩ. გ. 30°26′47″ ა. გ. / 59.68500° ჩ. გ. 30.44639° ა. გ. / 59.68500; 30.44639
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა პავლოვსკი, სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810349000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ჯაკომო კვარენგი
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1784

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. ტაძრის წინამძღვარია დანიელ რანე.

ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს 1781 წლის მაისში, მისი საფუძვლის ჩაყრაში მონაწილეობდა დიდი თავადი პავლე პეტრეს ძე ოჯახით. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა იმპერატრიცა მარია თევდორეს ასულის ფინანსებით.

პროექტის ავტორი იყო ჯაკომო კვარნეგი. ქვის ყველა სამუშაოები დასრულდა 1781 წლის 23 სექტემბერს, ხოლო ტაძრის კურთხევა შედგა 1784 წლის 17 სექტემბერს მიტროპოლიტ გავრილ პეტროვის მიერ მარიამ მაგდალინელის სახელზე.

ეკლესია ითვლებოდა სასახლის კარის საზაფხულო ეკლესიად, თუმცა პრაქტიკულად იგი საეპარქიო იყო.

1932 წლის 10 ივნისს ეკლესია დახურეს, მის შენობაში დიდ სამამულო ომამდე განთავსებული იყო ფეხსაცმლის ფაბრიკა „სპარტაკი“. ოკუპაციის პერიოდში კი სახელოსნოდ გადააკეთეს.

ომის შემდეგ აქ განათავსეს ფაბრიკა „ტომჩეხი“, ხოლო 1956 წლიდან — ფაბრიკა „მეტალსათამაშო“.

1960 წლიდან შენობა სახელმწიფო დაცვის ქვეშაა, ხოლო 1995 წლიდან შეტანილია ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლების სიაში.

1995 წელს ეკლესია დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და მიაწერეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარს.

ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო 1998 წელს. ტაძრის ხელახლა კურთხევა შედგა 1999 წელს. ეკლესიის რემონტი დასრულდა 2000 წელს, ხოლო 2002 წელს დაამონტაჟეს ახალი კანკელი.

ტაძრის სიგრძეა 21 მეტრი, სიგანე — 10,5 მეტრი, ხოლო სიმაღლე — 19 მეტრი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Семевский М. И. Павловск: Очерк истории и описание 1777—1877 гг. — СПб., 1877. — С. 23, 42, 242, 295.
  • Историко-статистические сведения о Санкт-Петербургской епархии. — СПб., 1884. — Т. VIII. — С. 367—373.
  • Мещанинов М. Ю. Храмы Царского Села, Павловска и их ближайших окрестностей: Краткий исторический справочник. — 2-е, испр. и доп. — СПб.: Genio Loci, 2007. — С. 272—281. — ISBN 5-9900655-3-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება