პავლე I-ის მანიფესტი

პავლე I-ის მანიფესტი — რუსეთის იპერატორ პავლე I-ის 1801 წლის 18 იანვრის მანიფესტი. მასში ეწერა გიორგი მეფის ყველა მოთხოვნა, თუმცაღა არაფერი არ იყო თქმული ქართული სამეფო დინასტიის ყოფნა არყოფნის შესახებ.

პავლე I-ის 1801 წლის 18 იანვრის მანიფესტი

1801 წლის 14 თებერვალს რუსეთიდან მოვიდა იმპერატორ პავლეს ორი რესკრიპტი: ერთი ქართველი ერის და მეორე ტახტის მემკვიდრე დავით ბატონიშვილის სახელზე. პლატონ იოსელიანს მოყვანილი ჰყავს ორივე მათგანის ქართული თარგმანი[1]:

რუსული ტექსტი ქართული თარგმანი
Манифест о присоединении Грузинскаго Царства къ России — съ приложениемъ формы Императорскаго титула.
Съ давнихъ уже временъ грузинское царство, угнетаемое иноверными соседями, истощало силы свои непрестаннымъ ратованиемъ собственную оборону, чувствуя неизбежныя следствия войны, почти всегда несчастливой. Къ симъ присовокупились несогласия въ доме царскомъ, угрожающия довершить падение царства сего, возродя въ нем междоусобную войну. Царь Георгий Ираклиевичъ, видя приближающуюся кончину дней его, знатные чины и самъ народъ грузинский прибегли ныне къ покрову Нашему и, не предвидя иного спасения отъ конечной гибели и покорения врагамъ ихъ, просили чрезъ присланныхъ полномочныхъ о принятии областей, грузинскому царству подвластныхъ, въ непосредственное подданство императорскому Всероссиискому престолу. Внимая прошению сему, по сродному Намъ ко всемъ единоверцамъ Нашимъ милосердию и по всегдашнему Нашему о пользахъ грузинскаго народа попечению, определили мы исполнить желание царя Георпя Ираклиевича и грузинскаго народа и для того повелено, сколько для удержания внутренняго въ земле устройства, столько для ограждения оной отъ внешнихъ нападении, ввести войска Наши въ области грузинския. И симъ объявлено Императорскимъ Нашимъ словомъ, что, по присоединены царства грузинскаго на вечныя времена подъ державу Нашу, не только предоставлены и въ целости соблюдены будутъ любезно вернымъ новымъ подданнымъ Нашимъ царства грузинскаго и всехъ оному подвластныхъ областей все права, преимущества и собственность, законно принадлежащая; но что отъ сего времени каждое состояние народное вышеозначенныхъ областей имеетъ пользоваться и всеми теми правами, вольностями, выгодами и преимуществами, каковыми прежние подданные россииские, по милости Нашихъ предковъ и Нашей, наслаждаются подъ покровомъ Нашимъ. Впрочемъ, пребудемъ удостоверены, что сии новые подданные Наши и ихъ потомки, сохранениемъ непоколебимой верности Намъ и преемникамъ Нашимъ и усердиемъ къ пользе империи Нашей, коей по всеблагому промыслу Всевышняго учинились они ныне сочленами, потщатся заслуживать Монаршее благоволение Наше[2].
რესკრიპტი 1. წყალობითა ღვთისათა ჩვენ პავლე პირველი იმპერატორი და თვითმპყრობელი ყოვლისა როსიისა და სხვათა.
ადრის დროთაგან საქართელოჲსა სამეფო შეჭირვებულიყო უცხო თესლთაგან, რომელთაცა მეზობლობით განელიათ ძალი დაუცხრომელითა ბრძოლითა საკუთრითა დამცველობისა თავისა თვისისათა და განმხილველნი განულტოლველობისა შედგომილებაჲ აქვნდათ უბედურად. ამასთანავე შეერთდა უთანხმოება სახლსა შინა სამეფოსა სამუქაროჲ სრულ ყოფად დაცემისა სამეფოჲსა და ამისდა იშვა ურთიერთარს შორის ბრძოლაჲ. მეფემან გიორგი ირაკლის ძემან იხილა მოახლოვება დასასრული დღისა თვისისა. ჩინებულნი გვამნი და თვით ერი საქართველოჲსა მოლტოლვილი იქმნეს საფარველსა ქვეშე ჩვენსა და არა რაჲმე განიხილეს განრინებისათვის თვისისა დაუსრულებელისაგან წარწყმედისა და დამორჩილებისადმი მტერთა თვისთა, ითხოვეს წარმოგზავნილთა მიერ ელჩთა სხვისა ძალისა მქონებელთაგან უსაშვალოდ მონებაჲ იმპერატორისა ყოვლისა რუსეთის ტახტისა. ამისთვის ყურად-ვიღევით თხოვა მათი მებრ-თან-შობილისა მოწყალებისა ჩვენისა ერთმორწმუნეთა ერთა ზედა. და სამარადისოთა ზრუნვითა სარგებელისათვის საქართველოსა ერთასა, განვსაზრეთ ჩვენ აღსრულება სურვილისა მეფისა გიორგისა ირაკლისა ძისა და ერისათვისისა. და ამისთვის ვბრძანეთ რაოდენ დაპყრობისათვის შინაურისა დაწყნარებისა, ეგოდენ გარე მოზღუდვისათვის მისივე გარეგანთაგან დაცემათა და ვუბრძანეთ შეყვანება მხედრობისა ჩვენისა საპყრობელოსა საქართველოსა და ამით გამოუცხადებთ იმპერატორულისა ჩვენისა სიტყვითა ვითარმედ შეერთებისაზე სამეფოსა ქართლოსისა საუკუნოებითითა დროჲთა, მპყრობელობასა ქვეშე ჩვენსა. არა თუ ოდენ დატყვევებულ იქმებიან (საყვარელ სიმართლესა შინა დაცვისა ჩვენისასა კანონნი მათნი) საყვარელ სარწმუნოჲთა ახალნი ყმანი ჩვენნი სამეფო ქართლოსი და სამფლობელონი მისნი; არამედ წარმატებულება და საკუთრად სჯულიერი თვითოეული შესაბამობა, რომლისაგანცა თვითოეულისა დროსა დანიშნულება შედგომილება ერისა სამფლობელოსაცა აქვს სარგებლობად ყოვლითა მით კანონითა, რომლითაცა რუსეთისა ძველნი ყმანი წყალობითა ჩენითა წინაპართათა და ჩვენითა დატკბებოდნენ თავისუფლებითა და წარმატებულებითა საფარველსა ქვეშე ჩვენსა. სხვებრ ვეგებით რწმუნებულნი, ვითარედ ესე ახალნი ყმანი ჩვენნი და შემდგომნი ძენი მათნი დაცულ იქმნებიან შეურყეველითა დარწმუნებითა ჩვენითა და მოსაყდრეთა ჩვენთაგან და ვიმედოვნებთ, რომელ იქმნებიან მცდელ ერთგულებისა ჩვენისა და სარგებლობისა იმპერიისა ჩვენისა ყოვლისა უმაღლესისა განზრახვითა და მონარქულისა კეთილმნებებელობისა ჩვენისა.
გამოცხადდა სანკტ-პეტერბურღსა შინა წელსა 1801 იანვრის 18 დღესა. წელსა მეფობისა ჩვენისა 5 და დიდისა მაგისტრობისა ჩენისა წელსა 3.
რესკრიპტი 2. უფალო ღენერალ-ლეიტენანტო, მეფის ძეო დავით! წერილნი თქვენნი ოცდა ოთხით და ოცდა რვით დეკემბრით ჩვენგან მიღებულ იქმნეს. თანა აძს უწყებად უგანათლებულესობასა თქვენსა თხოვა ნეტარხსენებულისა მამისა თქვენისა, დიდებულთა და ერთა საქართველოსათა ჩვენდამი გამოცხადებულისა მიღებისათვის სამეფოსა საქართველოსასა საუკუნოობითსა მონებასა შინა იმპერიისა ჩვენისასა, რომლისა თვისცა გამოცხადებულ იქმნების ნება ჩვენი მდებარითა ამას უკვე წერილსა შინა გამოცხადებულითა მანიჶესტითა, რომელნიცა თვის ეტყვიან პატივცემულსა გვამსა თქვენსა, წარმოგზავნილითა აქადგან სრულისა ძალისა მქონებათა საქართველოსა დესპანითა ძალ-ედვათ უწყებად თქვენდა წინადადებულთათვის ჩვენთა, რომელთაცა შინა ჰპოებთ თქვენ საკუთარსა მტკიცედ დამტკიცებასა მზრუნველობისა ჩენისასა თქვენდამი. ვით თქვენთვის, ეგრეთვე საზოგადოდ კეთილობისათვის საქართველოჲსა განკუთვნითა მოწყალებითა, თქვენდამი კეთილმნებებელობითა.

16 თებერვალს აღნიშნული ტექსტი კარლ კნორინგის დავალებით გენერალ-მაიორმა ივანე ლაზარევმა სიონის საკათედრო ტაძარში წაუკითხა საზოგადოებას. მანიფესტის კითხვას ასევე ესწრებოდნენ: გიორგი მეფის ძეები დავით, იოანე, ბაგრატ, მიხეილ და სამეფო სარდლები და მოხელეები. თავდაპირველად ის რუსულ და ქართულ ენებზე იკითხებოდა ხოლო შემდეგ სომხური და თათრულ ენაზეც გავრცელდა თბილისში. მანიფესტის წაკითხვისთანავე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონიმ გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი. მთელი დღე გაუჩერებლივ ირეკებოდა ეკლესიის ზარები.

17 თებერვალს კვირას, მანიფესტი სომხურად გამოცხადდა თბილისის ვანქის სომხურ საკათედრო ტაძარში, რომელსაც ესწრებოდა სრულიად სომხეთის პატრიარქი იოსებ არღუთინსკი-დოლგორუკოვი. ვანქში ასევე იმყოფებოდნენ როგორც სომხური იქსე ქართული მაღალი წრის წარმომადგენლები. მანიფესტის შემდეგ ქადაგება წარმოსთქვა სომხეთის პატრიარქმა, რომელმაც უსურვა მთელ ერს რუსეთის იმპერიის ერთგული სამსახური.

იმისათვის რომ აღნიშნული მანიფესტი საზოგადოებას უმტკივნეულოდ მიეღოთ, კნორინგს დაევალა რომ თავადაზნაურობა დაეწინაურებინათ, ზოგი ხარისხით, ზოგი მედლით, ზოგი ანაზღაურებით. ლაზარევი თავის წერილებში ასევე წერდა, რომ იმდენად გახარებული იყო ქართული საზოგადოება მანიფესტის მიღებით და თავს ისე აღიქვამდნენ რუსებადო, რომ ქართველის დაძახება მათში გულისწყრომას იწვევდაო[3].

იმავე დროს იმპერატორმა მისწერა გენერალ კ. კნორინგს რათა ერთგულების განსამტკიცებლად სანკტ-პეტერბურგში გაეგზავნა ქართველი დელეგაცია ფიცის დასადებად. ამგვარად გიორგი მეფის ძე დავით ბატონიშვილი დარჩა საქართველოს გამგედ, როგორც რუსეთის იმპერატორის მოადგილე, ხოლო იოანე, ბაგრატ და მიხეილ ბატონიშვილები გაემგზავრნენ რუსეთში. გეორგიევსკოესთან მისულებს მათ დახვდათ ამბავი იმპერატორ პავლეს გარდაცვალების შესახებ.

1801 წლის 12 მარტს რუსეთის იმპერატორი პავლე I გარდაიცვალა, რამაც ქართულ მოსახლეობაში წარმოიშვა გაურკვევლობა, რადგანაც რუსეთის ტახტის ახალი იმპერატორი ალექსანდრე I სკეპტიკურად იყო განწყობილი მიეღო თუ არა საქართველო მისი მფარველობის ქვეშ. იმპერატორის აზრით რუსეთის იმპერიას არ ჰქონდა მორალური უფლება ლიკვიდაცია მოეხდინა ქართული სამეფოსი, თუმცა მის ამ აზრს სამთავრობო საბჭო არ ეთანხმებოდა. საბჭო მიიჩნევდა რომ დასუსტებული ქართული სამეფო დიდხანს ვერ იარსებებდა და შესაბამისად შედგა ისეთი პროექტი, რომელშიც იდო მუხლი რომ საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენლები დაინიშნებოდნენ ქვეყნის გამგებლებად გენერალ-გუბერნატორის უფლებით, მაგრამ მეფის ტიტულით და ამავდროულად იყო გამოცხადებული შეცვლილი შინაარსის მატარებელი მანიფესტი. ამით ისარგებლა გიორგი მეფის მემკვიდრემ დავით ბატონიშვილმა და კიდევ ერთხელ სცადა სახელმწიფო სადავეები მის ხელში მოექცია. ლაზარევმა დაუთმო დავით ბატონიშვილს ქვეყნის მმართველობა, ხოლო კნორინგი, რომელიც იმპერატორ ალექსანდრესაგან დავალებული ჰქონდა საქართველოს შემოერთების მიზანშეწონილობა ადგილზე გაერკვია, დაარწმუნა რუსეთის იმპერატორი რომ საქართველოში რამდენიმე სამეფო გვარის ურთიერთქიშპობა ბოლოს მოუღებდა ქვეყანას. 1801 წლის აპრილის თვეში დავით ბატონიშვილის დავალებით კვლავ ჩავიდნენ პეტერბურგში ქართველი ელჩები რათა გადაეცათ იმპერატორისათვის ახალი მესიჯი რომ დანიშნულიყო საქართველოს სამეფო ტახტის რომელიმე მემკვიდრე საიმპერატორო მეფისნაცვლის თანამდებობაზე ოღონდ მეფის ტიტულით. თავისთავად რუსეთის მიერ შეერთებული ქვეყნის მომავალ მმართველად დავით ბატონიშვილი მოისაზრებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის იმპერიაში შეუძლებელი იყო პარალელურად არსებულიყო სხვა სამეფო ინსტიტუტი, გადაწყდა ყველა სამეფო მეკვიდრის პეტერბურგში გასახლება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. იოსელიანი პ., „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ (აკაკი გაწერელიას შესავალი წერილებით, რედაქციითადა შენიშვნებით), ფედერაცია, 1936, გვ. 230-233
  2. Полное собрание законов Российской империи, собрание 1-ое (1649-1825), т. XXVI, указ 19.721, ст. 502
  3. Акты Кавказской археологической коммисии, т. I, 516