პაატა მხეიძე (დ. 9 მაისი, 1960) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

პაატა მხეიძე
დაბადების თარიღი 9 მაისი, 1960 (1960-05-09) (64 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“
საქმიანობა საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი. 1977-1981 წლებში იყო რუსთავის შემკეთებელ-მექანიკური ქარხნის ზეინკალი; 1981-1983 წლებში სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1983-1984 წლებში კვლავ რუსთავის შემკეთებელ-მექანიკური ქარხნის ზეინკალი; 1984-1990 წლებში იყო ახალგაზრდული ორგანიზაციების საორგანიზაციო განყოფილების უფროსი, მეორე მდივანი, ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე; 1990-2001 წლებში საქართველოს პროკურატურის ბუნების დაცვის პროკურორის თანაშემწე, თერჯოლის პროკურორის თანაშემწე, თბილისის პროკურორის თანაშემწე, სასჯელაღსრულების კანონების დაცვაზე ზედამხედველობის თბილისის პროკურორის მოადგილე, გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსი; 2001-2004 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი, ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი; 2005-2010 წლებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი, განყოფილების უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2010-2011 წლებში იყო შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ცენტრის განყოფილების უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი; 2011-2014 წლებში შპს „ფესვები XXI-ის“ კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში; 2014-2015 წლებში თბილისის მერიის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი; 2015 წელს მუშაობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; 2015-2016 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. პოლკოვნიკი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება