პაატა მაისურაძე
პაატა მაისურაძე (დ. 14 იანვარი, 1954, ბათუმი) — ქართველი ექიმი, პედიატრი, ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი.
პაატა მაისურაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 14 იანვარი, 1954 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1976–1977 წლებში მუშაობდა ფერშლად ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში; 1977–1978 წლებში თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილებაში; 1979 წელს იყო ადიგენის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ქირურგ–ორდინატორი, 1982–1984 წლებში განყოფილების გამგე; 1984–1991 წლებში ახალციხის საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში, 1991–1995 წლებში ამავე გაერთიანების მთავარი ექიმი; 1995 წლის აგვისტოდან იყო ახალციხის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ავტორია რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მუცლის ღრუს, დიდი და მცირე ბადექონის ღრუს ქირურგიულ უჰაერო ლაპარასკოპიას.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1989 წელს „მუცლისა და ბადექონის ღრუს ქირურგიულ უჰაერო ლაპარასკოპია“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 178