ო, იღბლიანო!
ო, იღბლიანო! (ინგლ. O Lucky Man!) — 1973 წლის ინგლისური დრამატული ფილმი. ლინდზი ანდერსონის ტრილოგიის თუ...—ო, იღბლიანო! -- ჰოსპიტალი „ბრიტანეთი” მეორე ნაწილი. ფილმში გრძელდება მაიკ ტრევისის ისტორია, რომელიც წინა ფილმში დაიწყო.
„ო, იღბლიანო!“ | |
---|---|
რეჟისორი | ლინდზი ანდერსონი |
პროდიუსერი | ლინდზი ანდერსონი |
სცენარისტი | დევიდ შერვინი |
როლებში | მალკოლმ მაკდაუელი |
კომპოზიტორი | ალან პრაისი |
ოპერატორი | მიროსლავ ონდრიჩეკი |
მონტაჟი | დევიდ გლოდველი |
დისტრიბუტორი | Warner Bros. |
ხანგრძლივობა | 183 წუთი |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
წინა | თუ... |
შემდეგი | ჰოსპიტალი „ბრიტანეთი“ |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მაიკლ ტრევისი სხვადასხვა თავგადასავლის შემდეგ ციხეში ხვდება. იგი კარლ მარქსისა და მაქსიმ გორკის თხზულებების კითხვას იწყებს. ციხიდან გამოსული მაიკლი სიკეთეს ქადაგებს, მაგრამ მას დასცინიან. ფინალში ტრევისი მოულოდნელად ხვდება კინოგადაღებაზე, სადაც ლინდსი ანდერსონი მას მთავარ როლზე ამტკიცებს.
როლებში
რედაქტირება- მალკოლმ მაკდაუელი — მაიკ ტრევისი
- რალფ რიჩარდსონი — მონტი / სერ ჯეიმზ ბერჯესი
- რეიჩელ რობერტსი — გლორია როუვი / მადამ პელარდი / მისის რიჩარდსი
- ართურ ლავი — მისტერ დაფი / ჩარლი ჯონსონი / დოქტორ მუნდა
- ჰელენ მირენი — პატრისია
ჯილდოები
რედაქტირება- BAFTA საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში: ართურ ლავი
- BAFTA საუკეთესო მუსიკისთვის: ალან პრაისი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „ო, იღბლიანო!“ — Rotten Tomatoes
- ო, იღბლიანო! დაარქივებული 2012-09-25 საიტზე Wayback Machine. BritMovie.co.uk-ზე
- ფილმის ანალიზი - პიტ ჰოსკინი
- ალან არკეში ფილმზე ო, იღბლიანო! საიტ Trailers From Hell-ზე