ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ
„80 000 კილომეტრი წყალქვეშ“, ორიგინალური დასახელებაა „20 000 ლიე წყალქვეშ“ (ფრანგ. Vingt mille lieues sous les mers) — ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის სათავგადასავლო ჟანრის რომანი, რომელიც პირველად 1870 წელს გამოიცა.
ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ | |
---|---|
სრული სათაური | Vingt mille lieues sous les mers |
საერთო სათაური | 80 000 კილომეტრი წყალქვეშ |
ჟანრი | სათავგადასავლო |
ავტორი | ჟიულ ვერნი |
მშობლიური ენა | ფრანგული |
დაწერის ადგილი | საფრანგეთი |
გამოცემულია | 1870 |
წინა | კაპიტან გრანტის შვილები |
შემდეგი | საიდუმლო კუნძული და მთვარის გარშემო |
სიუჟეტი
რედაქტირებაზღვაში გამოჩნდება რვაფეხას მსგავსი, მაგრამ მასზე რამდენიმეჯერ დიდი არსება, რომელიც რამდენიმე გემს გაანადგურებს. იგი წყლის ურჩხული ჰგონიათ და მის მოსაკლავად ყველაფერს აკეთებენ. მის გასანადგურებლად აგზავნიან გემ „აბრაამ ლინკოლნს“. ამ გემზე არის ბუნებისმეტყველების პროფესორი თავის რამდენიმე თანამგზავრთან ერთად. ისინი მოხვდებიან ამ რვაფეხის მსგავს არსებაზე. სინამდვილეში, იგი არაა წყალქვეშა ურჩხული. ის გემია, რომელსაც „ნაუტილუსი“ ეწოდება. ეს გემი ყველასათვის კარგად ცნობილ კაპიტან ნემოს ეკუთვნის. ის ტყვეობაში ამყოფებს პროფესორ არონაკსსა და მის მეგობრებს და ეუბნება, რომ ვერასოდეს მოახერხებენ „ნაუტილუსიდან“ გაღწევას.
რომანში ბრწყინვალედაა აღწერილი წყალქვეშა სამყარო. პროფესორი არონაკსი თითქმის მსოფლიოში მდებარე ყველა ოკეანესა თუ ზღვას შემოივლის. მას ძალიან მოეწონება ეს ყველაფერი, თუმცა მაინც სურს, რომ ხმელეთზე მოახერხოს დაბრუნება და ამისათვის მუდამ გეგმებს აწყობს.
საბოლოოდ, იგი და მისი მეგობრები მოახერხებენ „ნაუტილუსიდან“ დაღწევას, როცა გემი განადგურდება. ნაუტილუსს მთლიანად ზღვა შთანთქავს, ხოლო კაპიტანი ნემოს ბედი ბუნებისმეტყველების პროფესორისთვის უცნობი რჩება. 80 000 კილომეტრი წყალქვეშის გაგრძელებაა რომანი საიდუმლო კუნძული, რომელშიც კაპიტანი ნემოს ისტორია გრძელდება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Twenty Thousand Leagues under the Seas, full text of the Oxford University Press edition and translation by Verne scholar, William Butcher (with an introduction, notes and appendices)
- Twenty Thousand Leagues Under the Seas დაარქივებული 2017-04-29 საიტზე Wayback Machine. , p.d. trans. by F. P. Walter prepared in 1991.
- „20,000 Leagues under the Sea“ — Project Gutenberg-ზე, obsolete translation by Lewis Mercier, 1872
- Twenty Thousand Leagues Under the Sea, audio version (ფრანგული)
- Map the trajectory of Nautilus
- Manuscripts of Twenty Thousand Leagues Under the Sea in gallica.bnf.fr დაარქივებული 2014-04-12 საიტზე Wayback Machine.