ოცეოლა, სემინოლების ბელადი
ოცეოლა, სემინოლების ბელადი — ისტორიული და სათავგადასავლო ჟანრის რომანი, რომლის ავტორიც არის ტომას მაინ რიდი. წიგნში აღწერილია ინდიელთა განმათავისუფლებელი ბრძოლა, რომლის მიზნები და იდეებიც ყოველთვის აღგზნებდა „კაპიტან მაინ რიდს“.
ოცეოლა, სემინოლების ბელადი | |
---|---|
სრული სათაური | Osceola the Seminole, or, The red fawn of the Flower land - (1874) |
საერთო სათაური | ოცეოლა, სემინოლების ბელადი |
ჟანრი | ისტორიული |
თემა | ინდილებიდა და აშშ-ს დაპირისპირება |
ავტორი | ტომას მაინ რიდი |
მშობლიური ენა | ინგლისური |
დაწერილია | 1858 |
დაწერის ადგილი | აშშ |
გამოცემულია | 1874 |
ქართულად თარგმნა | პეტრე შარია |
მედია | მყარი ყდა |
გვერდი | 432 |
პერსონაჟები
რედაქტირება- ოცეოლა - მთავარი მოქმედი გმირი, ინდიელთა ერთ-ერთი ტომის, სემინოლების ბელადი
- ჯორჯ რენდოლფი - ოცეოლას ამერიკელი მეგობარი
- მაიუმი - ოცეოლას და, მომავალში ჯორჯის მეუღლე
- ვირჯინია - ჯორჯის და, მაიუმის მეგობარი
- არენს რინგლოდი - ბოროტი და საშინელი პიროვნება
- მონადირე ჰიკმენი - ჯორჯის მოხუცი და ერთგული მეგობარი
- შავი ჯეკი - ჯორჯის ერთგული მეგობარი და მონა
- ყვითელი ჯეკი - რენდოლფების ოჯახის მონა, ადამიანი, მულატი, რომელიც ვერ იტანს თეთრკანიანებს და რამდენიმეჯერ გადაურჩა საზარელ სიკვდილს
- ჰაჯ-ევა - ინდიელების შეშლილი დედოფალი, რომელიც ხანდახან საღ გონებაზე იყო და ბევრჯერ გადაარჩინა ჯორჯი სიკვდილს
ამის გარდა, წიგნში გვხვდებიან სხვადასხვა პერსონაჟები: ჯორჯისა და ვირჯინიას მშობლები, ვირჯინიას მეუღლე, ოცეოლასა და მაიუმის დედა და ასევე სხვადასხვა ნაკლებ მნიშვნელოვანი პერსონაჟები.