ოჩამჩირის ბრძოლა
ოჩამჩირის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
აფხაზეთის ომის ნაწილი | |||
თარიღი | 26 ოქტომბერი, 1992 | ||
მდებარეობა | ოჩამჩირე, აფხაზეთი | ||
შედეგი | საქართველოს გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
სამხედრო ნაწილები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ოჩამჩირის ბრძოლა — ბრძოლა აფხაზ სეპარატისტებსა და საქართველოს შორის ქალაქ ოჩამჩირისთვის აფხაზეთის ომის დროს, 1992 წლის 26 ოქტომბერს.
წინაპირობები
რედაქტირება1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში გაგრაზე წარმატებული შეტევის შემდეგ, აფხაზებმა თავიანთი მცდელობები მიმართეს „აღმოსავლეთის ფრონტზე“ (აღმოსავლეთ აფხაზეთში). ოქტომბრის ბოლოსთვის, მათ დაიწყეს შეტევები ოჩამჩირის რაიონში, სოფლები ხელიდან ხელში გადადიოდა. ბრძოლები გაგრძელდა 1992 წლის შემოდგომასა და 1993 წლის ზამთარში. საპასუხოდ, ქართული ძალები სეპარატისტების მიერ დაკავებული ქალაქი ტყვარჩელის ალყას აწარმოებდნენ.[3]
სამზადისი
რედაქტირება1992 წლის ოქტომბრის ბოლოს, აფხაზურმა ძალებმა მოამზადეს შეტევა ქალაქ ოჩამჩირეზე. მათ უკვე სცადეს ერთხელ ქალაქის ხელში ჩაგდება იქ 1992 წლის საქართველოს საკანონმდებლო არჩევნების ჩასაშლელად. 11 ოქტომბერს, დაახლოებით 250-მა სეპარატისტმა ორ ბმპ-თი და ერთი ბტრ-ით წამოიწყო შეტევა ქალაქზე გივი ადლეიბას მეთაურობით, თუმცა ოპერაცია წარუმატებული აღმოჩნდა რადგან ტყვარჩელის ბატალიონი ჩასაფრებაში მოყვა ბესლახუბას მოსახვევაში.
მეორე ოპერაცია დაიგეგმა სეპარატისტული აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში გუდაუთაში. იგი დილაადრიან უნდა დაწყებულიყო სამი მიმართულებიდან: დესანტის მიერ სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და ქალაქ ტყვარჩელის მიმართულებიდან. სოფელ გუდავასთან, ოჩამჩირის სამხრეთით, უნდა გამომსხდარიყო დესანტი და მდინარე ღალიძგიდან უნდა წამოეწყო შეტევა. ისინი უნდა შეერთებოდნენ სპეცჯგუფს ბორის ფაჩულიასა და ნ. კვარჩიას მეთაურობით.
მეორე ჯგუფს, 250 კაცის ოდენობით, უნდა შეეტია ლაკუტ ზარანდიას მეთაურობით სოფელ მერკულადან ოჩამჩირის ჩრდილოეთით. მათ უნდა შეერთებოდათ 75-კაციანი ჯგუფი კაკუბავას მეთაურობით.
მესამე ჯგუფი, 200 კაცის ოდენობით, ბრძოლაში უნდა ჩართულიყო ა. კაკობასა და ჯ. გოგიას მეთაურობით.
ბრძოლა
რედაქტირებადიდი შტორმის გამო, 250-კაციანი დესანტის გადმოსხმის ოპერაცია ჩავარდა. ფაჩულიამ მიიღო მითითება ტვარჩელიდან რომ მაინც განეგრძო ოპერაცია და გადალახა მდინარე ღალიძგა 35 კაცით. მათ ბრძოლით დაიკავეს რაიონული მილიციის შენობა. კაკუბავას 75 კაცი მეორე მხრიდან შევიდა ოჩამჩირეში, თუმცა ზარანდია და მისი ჯარისკაცები არ შეუერთდნენ ბრძოლას. აფხაზურ ძალებს ქალაქში ბრძოლა გაუმართეს ქართულმა შენაერთებმა ჯავშანტექნიკის გამოყენებით და მნიშვნელოვანი დანაკარგები მიაყენეს მტერს. ფაჩულიას ძალები თითქმის მთლიანად განადგურდა და თვითონ ფაჩულია ბრძოლაში დაიღუპა. კაკობასა და გოგიას 200-კაციანი ბატალიონი მოგვიანებით ჩაერთო ბრძოლაში, თუმცა რადგან ფაჩულიას ძალები თითქმის მთლიანად განადგურებული იყო და კაკუბავაც უკან იხევდა, მათ შეტევა აღარ განავითარეს.
შუადღისთვის, სეპარატისტებმა წამოიწყეს კიდევ ერთი შტურმი ოჩამჩირეზე. ისინი უტევდნენ სამი მიმართულებიდან: სოფელ ანუარხუდან, ცენტრალური ტრასის მხრიდან და ტყიდან, მეფრინველეობის ფაბრიკის მიმართულებით. გარკვეული წარმატების მიუხედავად, მათ უკან დაიხიეს და მხოლოდ ერთი კაცი დაკარგეს. ბრძოლა ქართველების გამარჯვებით დასრულდა.
გამოყენებული მასალა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ (1992) Daily Report: Central Eurasia. The Service, გვ. 66.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-20. ციტირების თარიღი: 2010-06-25.
- ↑ Georgia2. ციტირების თარიღი: 1 April 2018