ოშაკანის მესროპ მაშტოცის ეკლესია

ოშაკანის მესროპ მაშტოცის ეკლესია (სომხ. Սուրբ Մեսրոպ Մաշտոց եկեղեցի) — XIX საუკუნის ტაძარი სოფელ ოშაკანში, არაგაწოტნის პროვინციაში (სომხეთი). ამჟამად, ტაძარი მიეკუთვნება არაგაწოტნის ეპარქიას (სომხური სამოციქულო ეკლესია). ცნობილია, რომ ტაძარი აგებულია სომხური დამწერლობის შემქმნელის, მესროპ მაშტოცის დაკრძალვის ადგილზე. ტაძრის მშენებლობა 1875-1879 წლებში მიმდინარეობდა გევორქ IV-ის-ის მიერ, ხოლო სამრეკლო 1884 წელს დაემატა[1]. ბოლო წლების განმავლობაში, მესროპ მაშტოცის მიერ შექმნილი 36 ასოს ამსახველად, ტაძრის შესასვლელში ააგეს 36 ხაჩქარი.

ოშაკანის მესროპ მაშტოცის ეკლესია
ოშაკანის მესროპ მაშტოცის ეკლესია — სომხეთი
ოშაკანის მესროპ მაშტოცის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°15′31″N 44°18′56″E / 40.258614° ჩ. გ. 44.315578° ა. გ. / 40.258614; 44.315578
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
ადგილმდებარეობა ოშაკანი, არაგაწოტნის პროვინცია, სომხეთი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე
დეტალები

მესროპ მაშტოცის ეკლესიის ანბანის ძეგლები

რედაქტირება