ოქუმის ეკლესიაეკლესია საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქუმში.

ეკლესია აგებულია XI საუკუნის დასაწყისსა და XIX საუკუნეში.

ოქუმის ეკლესიას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა

რედაქტირება

ოქუმის ხარების ეკლესია აშენებულია სრულიად საქართველოს- “აფხაზთა და ქართველთა” მეფის ბაგრატ III-ის მეფობის ბოლო წლეებში, XI საუკუნის დასაწყისში „ერისთავთ-ერისთავების ემხების (ემუხვარების)“ მიერ. XVIII საუკუნის დასაწყისში ოსმალო დამპყრობლების შემოსევის შედეგად იქნა გადამწვარი. ეკლესია დღევანდელი სახით, არსებულ საძირკველზე, აღდგა XIX საუკუნეში.

2008 წელს, საქართველოს საპარტრიარქოსთან შეთანხმებით, ეკლესიის ნაგებობას ჩაუტარდა საკონსერვაციო სამუშაოები - გამაგრდა საძირკველი, ეკლესია გაიწმინდა სარაველებისაგან და წლების განმავლობაში დაგროვილი ნაგვისაგან, მთლიანად გადაიხურა ალუმინის ფურცლებით, ჩამოიკიდა ქართული საეკლესიო არქიტექტურის შესატყვისად დამზადებული რკინის კარები, გამოიცვალა ფანჯრები.

ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება