ოქროწვიმა
ოქროწვიმა (Laburnum anagyroides), ბუჩქი ან ტანდაბალი ხე პარკოსანთა ოჯახისა. ველურად იზრდება სამხრეთ ევროპაში.
ოქროწვიმა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Laburnum anagyroides | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 79919483 | ||||||||||||||
|
საქართველოში კარგად ხარობს. გვალგამძლე და სინათლის მოყვარულია. ყვავილობს მაის-ივნისში. დეკორატიული, გრძლად დაკიდებულ მტევან ყვავილედში თავმოყრილი აქვს ყვითელი ყვავილები. მისი ყველა ნაწილი შეიცავს შხამიან ალკალოიდს — ციტიზინს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 7, გვ. 615, თბ., 1984