ოქროს კარიბჭე (კიევი)
კიევის ოქროს კარიბჭე (უკრ. Золоті ворота) — კიევის ძველი ქალაქის კედლებში ისტორიული შესასვლელია, უკრაინის დედაქალაქში. იგივე სახელი ჰქვია ახლომდებარე მეტროს სადგურსა და თეატრს.
ეს კარიბჭე იყო ერთ-ერთი სამთაგან, აგებული იაროსლავ მუდრის, კიევის პრინცის მიერ XI საუკუნეში. პროექტი გადმოღებულ იქნა კონსტანტინოპოლის ოქროს კარიბჭის მოდელზე, საიდანაც მომდინარეობს ეს სახელიც. 1240 წელს ის ნაწილობრივ დაანგრია ბათუ ხანის ოქროს ურდომ. თუმცა XVIII საუკუნის ბოლომდე ის მაინც რჩებოდა ქალაქის კარიბჭედ (ხშირად ცერემონიების მიზნით), რის შემდეგაც ის ნანგრევებად იქცა.
1832 წელს ნანგრევები გათხარეს და აღდგენისა და კონსერვაციის თავდაპირველი კვლევა ჩაუტარეს. 1970-იან წლებში მიმდებარე პავილიონი დაამატეს, სადაც კარიბჭის მუზეუმი განთავსდა.
1982 წელს კარიბჭეს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა კიევის 1500 წლისთავისთვის, თუმცა არ არსებობს რაიმე ნივთმტკიცება თუ როგორ გამოიყურებოდა კარიბჭე თავდაპირველი სახით. რიგი ისტორიკოსებისა მოითხოვდნენ რეკონსტრუქციის მოშლას და უწინდელი კარიბჭის ნანგრევების გამოთავისუფლებას საზოგადოებრივი მუზეუმისთვის.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კიევის ოქროს კარიბჭე. უკრაინის ენციკლოპედია