ოქროსფერი კვირიონი

ოქროსფერი კვირიონი (ლათ. Merops apiaster) — ფრინველი კვირიონისებრთა ოჯახისა. სამხრეთ ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკისა და დასავლეთ აზიის ბინადარია.[1] ძლიერ გადამფრენია, იზამთრებს ტროპიკულ აფრიკაში. მისი სხეულის სიგრძეა 27–29 სმ. ადვილად განირჩევა სხვა ფრინველებისაგან ნაირფერი ბუმბულის საფარველით. კეფა, თხემი, ფრთის ზედა მფარავები და ზურგი წაბლისფერი აქვს. მოლურჯო სხეულის ქვედა ნაწილის ფონზე თვალშისაცემია კაშკაშა ყვითელი ყელი. ნისკარტი და თვალზე გამავალი ზოლი შავია. იკვებება მწერებით, რომელსაც ჰაერში იჭერს. ბინადრობს კოლონიურად ხევებით დასერილ გაშლილ ადგილებში, სადაც სოროს თიხიან კედლებში თხრის. გავრცელებულია საქართველოშიც.[2]

ოქროსფერი კვირიონი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ოჯახი:  კვირიონისებრნი
გვარი:  კვირიონი
სახეობა:  ოქროსფერი კვირიონი
ლათინური სახელი
Merops apiaster (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22683756
გავრცელება

სქოლიო რედაქტირება

  1. European bee-eater | Merops apiaster
  2. აღმოსავლეთ საქართველოს ფრინველები. თბ., 2004.