ოქროთვალა[1] (ლათ. Chrysops) — მწერების გვარი მაწუხელასებრთა ოჯახისა. ტანადი ბუზებია (სიგრძე 7–12 მმ). ფრთებზე ჩვეულებრივ მუქი კონტრასტული განივი ზოლები და ლაქებია, მუცელი კაშკაშა ყვითელ-შავი ნახატითაა, იშვიათად შავი. თვალები ოქროსფერ-მწვანეა (აქედან სახელი). ფართოდ არიან გავრცელებული. ცნობილია 250-ზე მეტი სახეობა. ყველაზე მეტად მრავალფეროვნებია ამერიკაში. მამალი იკვებება ნექტრით, დედალი — სისხლით (მსხვილი ჩლიქოსნებისა და ადამიანის), აგრეთვე მცენარეთა ტკბილი წვენით და ბუგრების გამონაყოფით. ყველაზე აქტიურები არიან ცხელ მზიან დღეებში. მატლები თითისტარისებრია, ფერად მოყვითალო-მომწვანო ან მომწვანო. ბინადრობენ გადატენიანებულ ნიადაგში გაუდინარი ან მცირედ გამდინარე წყალსატევების ნაპირებთან, რამდენიმე — თავთხელ წყლებში ხშირ წყალმცენარეებს შორის. იკვებებიან ხრწნადი ორგანული ნარჩენებით, ზოგიერთი მტაცებელია. გადააქვთ ტულარემიისა და ციმბირის წყლულის გამომწვევები. აფრიკაში ოქროთვალა ლაოაზის გამომწვევი ფილარიების პარაზიტული ჭიების სპეციფიკური გადამტანია.[2]

ოქროთვალა

Chrysops callidus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ორფრთიანები
ოჯახი:  მაწუხელასებრნი
გვარი:  ოქროთვალა
ლათინური სახელი
Chrysops (Meigen, 1803)
  1. გოგინაშვილი ნ., დიდმანიძე ე., კერესელიძე მ. და სხვ., მოკლე ენტომოლოგიური ორენოვანი ნომენკლატურული ლექსიკონი : ლათინურ-ქართული, ქართულ-ლათინური, თბ.: „უნივერსალი“, 2012. — გვ. 38.
  2. Фарафонова Г. В. Златоглазики // Большая российская энциклопедия. т. 10. — М., 2008. — стр. 502.