ოუჩო
ქალაქი ნამიბიაში
ოუჩო — ქალაქი ნამიბიაში,[1] კუნენეს რეგიონში, ოუჩოს საარჩევნო ოლქის ცენტრი. 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 8 445 ადამიანს შეადგენს. ცნობილია, როგორც ეტოშის ეროვნული პარკის მთავარი კარიბჭე.[2]
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ოუჩო | |||
| |||
ქვეყანა | ნამიბია | ||
რეგიონი | ერონგოს რეგიონი | ||
კოორდინატები | 20°06′32″ ს. გ. 16°09′17″ ა. გ. / 20.10889° ს. გ. 16.15472° ა. გ. | ||
დაარსდა | 1897 | ||
ცენტრის სიმაღლე | 1216 მეტრი | ||
მოსახლეობა | 8 445 კაცი (2011) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
სატელეფონო კოდი | 67 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.outjomunicipality.com/ | ||
ქალაქი 1897 წელს გერმანელებმა დააარსეს პატარა სამხედრო ბაზის ირგვლივ, გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილის კვლევის მიზნით. ოუჩოს სიახლოვეს მდებარეობს გამკარაბის მღვიმე, რომელიც განთქმულია სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით.
ოუჩოს მართავს მუნიციპალური საბჭო, რომელშიც ამჟამად შვიდი წევრი შედის.[3]
ქალაქიდან 10 კილომეტრში მდებარეობს ასაფრენი ზოლი მომცრო თვითმფრინავებისათვის. ოუჩო ნამიბიის სარკინიგზო სისტემის ბოლო სადგურია, თუმცა, ამჟამად ქალაქში სარკინიგზო სერვისი არ არსებობს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Local Authorities. Association of Local Authorities in Namibia (ALAN). ციტირების თარიღი: 1 October 2012.
- ↑ Outjo - town in Namibia. namibweb.com. ციტირების თარიღი: 27 September 2011.
- ↑ „Know Your Local Authority“. Election Watch (3). Institute for Public Policy Research. 2015. p. 4.