ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ოტო ზელცი (გერმ. Otto Selz; დ. 14 თებერვალი, 1881 – გ. 27 აგვისტო, 1943) — გერმანელი ფსიქოლოგი. დაამთავრა მიუნხენის უნივერსიტეტი. ზელცი ვიუცბურგის სკოლის ფუძემდებელთან, ოსვალდ კიულპესთან ერთად მუშაობდა ბონის უნივერსისტეტში. 1923 წლიდან ხელმძღვანელობდა მანჰეიმის ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ინსტიტუტს. იყო ჟურნალების „Archiv fur die gesamte Psychologie” და „Psychotechnische Zeitschrift” რედაქტორი. 1933 წელს ებრაული წარმოშობის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან. 1939 წლიდან ემიგრაციაში იყო ნიდერალნდებში. 1943 წელს ამსტერდამში დააპატიმრეს და გადაყვანილი იქნა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც რამდენიმე თვეში მოკლეს.

ოტო ზელცი
გერმ. Otto Selz
დაბ. თარიღი 14 თებერვალი, 1881(1881-02-14)[1] [2]
დაბ. ადგილი მიუნხენი
გარდ. თარიღი 27 აგვისტო, 1943(1943-08-27)[1] [2] (62 წლის)
გარდ. ადგილი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი[3]
მოქალაქეობა გერმანიის იმპერია
საქმიანობა ფსიქოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და ფილოსოფოსი
მუშაობის ადგილი University of Mannheim და ბონის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი
ჯილდოები ვილჰელმ ვუნდის მედალი[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოტო_ზელცი“-დან