ოტო ვიტე
ოტო ვიტე (დ. 16 ოქტომბერი, 1872 — გ. 13 აგვისტო, 1958) — გერმანელი ცირკის აკრობატი რომელიც აცხადებდა, რომ მან შეძლო ალბანეთის მეფე გამხდარიყო.
1913 წელს, როდესაც ალბანეთი ჩამოცილდა ოსმალეთის იმპერიას მუსლიმანმა ალბანელებმა სულთანის ძმიშვილი ჰალიმ ედი მოიწვიეს, რათა ის მეფედ ეკურთხებინათ. ოტომ გამოიყენა მისი ჰალიმთან მსგავსება და წავიდა დურესში თავის დაშნის მყლაპველ მეგობარ მაქს შლეპსინგთან ერთად. ის ამტკიცებდა, რომ მან შეძლო დაერწმუნებინა ადგილობრივი ჯარი და ის 1913 წლის 13 აგვისტოს მეფედ აკურთხეს. ის ასევე ამტკიცებდა, რომ ხუთი დღის განმავლობაში სარგებლობდა ჰარამხანით და სანამ მის თაღლითობა გამჟღავნდებოდა მონტენეგროსთვის ომის გამოცხადება მოასწრო. მისი სიტყვებით მან გაიტაცა სამეფოს საგანძურის მნიშვნელოვანი ნაწილი[1] და ჰარამხანის დახმარებით მიმალვა მოახერხა. საბოლოოდ მან ქვეყნის დატოვებაც შეძლო.
მისი ისტორიის დიდი ნაწილი მიჩნეულია შეუძლებლად. ისტორიაში არ არსებობდა ჰალიმ ედი, ხოლო აბდულჰამიდ II-ის ვაჟი ბურჰან ედინი რომელსაც ჰქონდა შეთავაზება არასოდეს ჩსულა ალბანეთში. არ დასტურდება ასევე მისი გაქცევის ისტორიაც. მიუხედავად ამისა მისი სახალხო გამოსვლები გერმანიაში პოპულარობით სარგებლობდა. ბერლინის პოლიციამ მოგვიანებით მას ნება დართო, რომ მის ოფიციალურ ბარათზე ყოფილიყო მითითებული მისი სამსახიობო ფსევდონიმი ehemaliger König von Albanien (ალბანეთის ყოფილი მეფე). მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე ის მოითხოვდა, რომ ამ ტიტულით მიემართათ. ეს ასევე მის საფლავის ქვაზეცაა ამოტვიფრული.
ოტო ვიტეს ისტორია გამოიყენა მწერალმა გარი ტერტლდავმა ფანტასტიკის ჟანრის ნოველაში ყოველ ინჩში მეფე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ადამიანი რომელიც იყო მეფე დაარქივებული 2013-08-27 საიტზე Wayback Machine. , Time, 25 აგვისტო 1958 - 12 მარტი 2007.
- ოტო ვიტე პანკოვიდან, (გერმანულად).
- ოტო ვოტეს საფლავი დაარქივებული 2007-03-11 საიტზე Wayback Machine. , (გერმანულად).
- ბიოგრაფიული მონაცემები დაარქივებული 2009-01-15 საიტზე Wayback Machine. , (ფრანგულად).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jean-Pierre Bellemare (dir.), Les Génies de l'arnaque, Albin Michel, 1994.