ოტოკარ ჩერნინი
ოტოკარ ჩერნინი (გერმ. Ottokar Theobald Otto Maria Graf Czernin von und zu Chudenitz; დ. 26 სექტემბერი, 1872, ბოჰემია, ავსტრია-უნგრეთის იმპერია — გ. 4 აპრილი, 1932, ვენა, ავსტრია) — ავსტრიელი პოლიტიკური მოღვაწე, გრაფი. 1903 წელს ჩეხეთის სეიმის დეპუტატად აირჩიეს შოვინისტური გერმანული პარტიიდან. 1912 წლიდან იყო ავსტრია-უნგრეთის რაიხსრატის ზედა პალატის წევრი. 1916 წლის დეკემბრიდან 1918 წლის აპრილამდე საგარეო საქმეთა მინისტრი; ჰაბსბურგების მონარქიის კრიზისის სიღრმეში გაცნობიერებული, მიისწრაფოდა კომპრომისულ ზავისაკენ ანტანტასთან და ამ მიზნით საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა საფრანგეთთან (მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით პრესამ შეიტყო, რამაც ჩერნინის გადადგომა გამოიწვია). 1920–1923 წლებში ავსტრიის ეროვნული საბჭოს წევრი იყო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ოტოკარ ჩერნინი“ ვიკისაწყობში.
- ოტოკარ ჩერნინი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ოტოკარ ჩერნინი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“