ოტია ფავლენიშვილი

ოტია ფავლენიშვილი — XVIII საუკუნის ქართველი პოეტი.

მოღვაწეობდა ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის კარზე და 1724 წელს თან გაჰყვა რუსეთში. 1738 წელს ჩაირიცხა ქართველ ჰუსართა ასეულში. მიაკუთვნებენ (ს. ყუბანეიშვილი) პოემა „ვახტანგიანს“ (დაახლოებით 1727-1739), რომელიც გვაწვდის ცნობებს რუსეთში ვახტანგ VI-ის გამგზავრებასა და ქართლ-კახეთის იმდროინდელ პოლიტიკურ მდგომარეობაზე. ტექსტი გამოსცა ს. ყუბანეიშვილმა 1948 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „ვახტანგიანის“ ავტორის ვინაობისათვის / ს. ყუბანეიშვილი // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. - თბილისი, 1964. - ტ.35. - გვ.505-512. - (№2);