ოსცილოგრაფი
ოსცილოგრაფი (ოსცილო... და ბერძ. γραφω [gráphō] — „ვწერ“), ოსცილოსკოპი (ოსცილო... და ...სკოპი) — ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ ორ ან რამდენიმე სიდიდეს (პარამეტრსა და ფუნქციას) შორის არსებულ ფუნქციურ დამოკიდებულებაზე ვიზუალური დაკვირვებისა და მათი რეგისტრაციისათვის. ეს სიდიდეები შეიძლება იყოს, როგორც ელექტრული, ისე ელექტრულ სიგნალებად გარდაქმნილი სხვა სიდიდეები.
მუშაობის პრინციპის მიხედვით ოსცილოგრაფი არის ელექტრონულ-სხივური და შუქსხივური (ანუ შლეიფიანი), ხოლო გამოსახულების მიღების მიხედვით ანალოგური და ციფრული.
ციფრული ოსცილოგრაფი
რედაქტირებაXX საუკუნის ბოლოს ანალოგური ოსცილოგრაფები ციფრულმა ჩაანაცვლა. 1990-იან წლებში ელექტრონიკის განვითარებასთან და ანალოგურ-ციფრულ გარდამქნელების გამოჩენასთან ერთად, ოსცილოგრაფებს შორის მათ დაიკავეს დომინირებული პოზიცია.
ციფრული ოსცილოგრაფი ანალოგიურისაგან რათქმაუნდა მისი თანამედროვე ელექტრონიკით განსხვავებაა, მაგრამ მთავარი ნიშანი მაინც გამოსახულების მიღების საშუალებაა. ციფრულ ოსცილოგრაფებში გამოსახულება გამოიტანება თხევად-კრისტალურ მონიტორზე.
ანალოგური ოქსცილოგრაფი
რედაქტირებაელექტრონულ სხივური ოსცილოგრაფი
რედაქტირებაელექტრონულ სხივური ოსცილოგრაფის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია ელექტრონულ-სხივური მილაკი. პარამეტრისა და ფუნქციის შესაბამისი სიგნალი მოქმედებს ელექტრონულ-სხივური მილაკის ორ ურთიერთმართობ გადამხრელ ფირფიტაზე. მილაკის ეკრანზე ელექტრონული სხივი ხაზავს შესასწავლ სიდიდეებს შორის ფუნქციური დამოკიდებულების გრაფიკს, რომელსაც ოსცილოგრამა ეწოდება. უფრო ხშირად ოსცილოგრამა გამოსახავს ელექტრული სიგნალის ფორმის დამოკიდებულებას დროზე. ოსცილოგრამის მიხედვით საზღვრავენ სიგნალის პოლარულობას, ამპლიტუდასა და სიგნალის ხანგრძლივობას. ოსცილოგრამაზე შეიძლება გაიზომოს სიგნალის დროითი და ამპლიტუდური მახასიათებლები, შემთხვევითი და ერთჯერადი სიგნალების პარამეტრები. ამ მიზნით იყენებენ სპეციალურად გრადუირებულ სკალას. ზოგჯერ გამოსაკვლევი სიგნალის გამოსახულებას ადარებენ დაკალიბრებულ სიგნალს ან იყენებენ გაზომვის კომპენსაციურ მეთოდს. ეკრანიდან შესაძლებელია ასევე ოსცილოგრამის ფოტოგრაფირება. ელექტრონულ-სხივური ოსცილოგრაფის საშალებით შეიძ₾ება იმპულსური (სიხშირე 1 გჰც და მეტი) ელექტრული პროცესებისა და 0.1-1 წამიდან რამდენიმე წუთამდე და მეტი ხანგრძლივობის აპერიოდული პროცესების გამოკვლევა.
შუქსხივური ოსცილოგრაფი
რედაქტირებაშუქსხივური (შლეიფიანი) ოსცილოგრაფი ჩამწერმოწყობილობიანი საზომი ხელსაწყოა. ჩამწერი მოწყობილობა შედგება სარკიანი გალვანომეტრის შუქოპტ სისტემისა და ინფორმაციის მატარებლის (ფოტოფირისა ან შუქმგრძნობიარე ქაღალდის) საწელი სამარჯვისაგან. ინფორმაციის მატარებელზე ხდება გალვანომეტრის სარკის მიერ არეკლილი სინათლის სხივის გადახრის ფიქსირება. შუქსხივური ოსცილოგრაფის საშუალებით ისეთ ფიზიკურ პროცესებს იკვლევენ, რომელთა სიხშირე არ აღემატება 10-15 კჰც-ს. შუქმგრძნობიარე ლენტის გაწელვის სიჩქარე 1-დან 5000 მმ/წმ-მდეა. ერთდროულად შეიძლება 4-დან 60-მდე პროცესის რეგისტრაცია. შუქსხივურ ოსცილოგრაფს ხშირად აქვს ვიზუალური დაკვირვების მოწყობილობა და დროის სანიშნავი.
ლიტერატურა
რედაქტირება- კიკვილაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 602-603.
- П. Д. Войнаровский. Электрические измерительные аппараты // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
- Nehemiah Hawkins. Hawkins Electrical Guide (англ.). — 2nd edition. — Theo. Audel and Co., 1917. — Vol. 6.
- Р. Г. Карпов, Н. Р. Карпов. Электрорадиоизмерения. — М.: Высшая школа, 1978.
- Leslie O. Green. Analog Seekrets: DC to Daylight (англ.). — Future Science Research Press, 2007. — ISBN 9780955506406.