ოსტეოლოგია
ოსტეოლოგია (ძვ. ბერძნ. ὀστέον „ოსტეო“ — ძვალი + ძვ. ბერძნ. λόγος „ლოგოს“ — სიტყვა, მოძღვრება) — ანატომიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ძვლების ფორმასა და სტრუქტურას. როგორც ანთროპოლოგიის ნაწილი, სწავლობს ჩონჩხის ცვლილების კანონზომიერებას ადამიანის სქესის, რასის და ასაკობრივ თვისებების გათვალისწინებით და მათ მორფოლოგიას.
ოსტეოლოგია გამოიყენება პალეონტოლოგიასა და ანთროპოლოგიაში ადამიანის ჩონჩხის ასაკის დასადგენად. ოსტეოლოგიის მნიშვნელობა გაიზარდა, მედიცინაში, დაზიანებული ძველბისა და სახსრების ქირურგიული მკურნალობის მეთთოდის გამოყენებასთან ერთად.
ოსტეოლოგია იყოფა:
ოსტეოლოგია ისწავლება სინდესმოლოგიასთან ერთად.
ისტორია
რედაქტირებაჰიპოკრატეს სკოლის ექიმებს, მიუხედავად მათი შეზღუდული ცოდნისა, ჰქონდათ, საკმაოდ სრულფასოვანი წარმოდგენა ადამიანის ჩონჩხის აგებულებაზე. კლავდიუს გალენოსი ყოფდა ძვლებს: გრძელებად (რომლებიც შეიცავდნენ ძვლის ტვინს) და მოკლეებად — ძვლის ტვინის გარეშე. კ. გალენის ტრაქტატში — „De ossibus“ („ძვლების შესახებ“) გვხვდება ტერმინები, როგორებიცაა „აპოფიზი“, „ეპიფიზი“ და სხვ., რომლებმაც შემდგომ თავისი ადგილი დამკვიდრეს ანატომიის ნომენკლატურაში. იბნ სინას „საექიმო მეცნიერების კანონებში“ მოცემულია ძვლების წყობის თანმიმდევრობითი და სისტემატური აღწერა. ლეონარდო და ვინჩიმ ასევე არანაკლები წვლილი შეიტანა ანატომიის განვითარებაში. მან დეტალურად შეისწავლა თავის ქალის და კიდურების ძვლების აგებულება, რაც კარგად ჩანს მის მიერ შერულებულ ნახატებიდან. რაც შეეხება ლეონარდო და ვინჩამდე შექმნილი ადამიანის ჩონჩხის ჩანახატებს, ისინი ძირითადად იყო პრობითი და პრიმიტიული. ანდრეას ვეზალიმ თავის ნაშრომში „ადამიანის სხეულის აღნაგობა“ (1543) დეტალურად აღწერა ადამიანის ჩონჩხის ძველბი; წიგნი იმ დროისათვის საკმაოდ დეტალურად ილუსტრირებული იყო. 17-19 საუკნეებში ადამიანის ჩონჩხის კვლევა მიმდინარეობდა მისი ფორმირების, განვითარების და ფუნქციის ფარგლებში.
განსაკუთრებით გაძლიერდა ადამაინის ჩონჩხის შესწავლა რენტგენის მიერ იქს-სხივების აღმოჩენის შემდეგ. 1896 წელს ტონკოვმა BMA-ის ანთროპოლოგიურ საზოგადოებაში გამოვიდა წინადადებით გამოეყენებინათ რენტგენის სხივეიბის ადამიანის ჩონჩხის შესასწავლად. ძველების შესწავლის რენტგენულმა მეთოდმა გააფართოვა და განავრცო ინფორმაცია ადამიანის ჩონჩხის აგებულების შესახებ. ლესგაფტი იყო პირველთაგანი, რომელმაც შეისწავლა ძვლების არქიტექტურა მათი ფუნქციური დანიშნულებისა და მახასიათებლების გათვალისწინებით. მე-20 საუკუნიდან ძვალზე როგორც ორგანოზე მნიშვნელოვნად გაფართოვდა ცოდნა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“, 1989.
- ოსტეოლოგია (ლალი დათეშიძის პროექტი) დაარქივებული 2017-06-09 საიტზე Wayback Machine.