ოსმან ჰამდი-ბეი
ოსმან ჰამდი-ბეი (თურქ. Osman Hamdi Bey; დ. 30 დეკემბერი, 1842 — გ. 24 თებერვალი, 1910) — თურქი მხატვარი, არქეოლოგი, სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმისა და ხელოვნების მუზეუმის დამაარსებელი.
დაიბადა ცნობილ თურქულ ოჯახში. მისი მამა იყო ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი იბრაჰიმ ედჰემ-ფაშა. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა ჯერ სტამბოლში, ხოლო შემდეგ პარიზში. სწავლობდა სამართალს, თუმცა დაინტერესებული იყო მხატვრობით. მალევე მიატოვა იურისპრუდენცია და დაიწყო სახვითი ხელოვნების შესწავლა. 12 წლის მანძილზე მხატვრობას სწავლობდა ისეთ ოსტატებტან როგორებიც იყვნენ ჟერომი და ბულანჟე. 1969 წელს დაბრუნდა სტამბოლში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Turtle Tamer of Istanbul Graphic Novel დაარქივებული 2015-03-25 საიტზე Wayback Machine.
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ოსმან ჰამდი-ბეი“ ვიკისაწყობში.