ოსმალეთის ბანკი — ბანკი ოსმალეთის იმპერიაში, დაარსდა 1856 წელს. ბანკი დაარსდა საფრანგეთის და გაერთიანებული სამეფოს ბანკების კონსორციუმის მიერ ოსმალეთის იმპერიის მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ბანკი ახორციელებდა გაერთიანებული სამეფოს და საფრაგნეთის კაპიტალის პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში. 1925 წელს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ მას ეწოდა „ოტომანთა ბანკი“. თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის დაარსებამდე ის ითავსებდა ცენტრალური ბანკის ფუნქციას, ჰქონდა ბანკნოტების ემისიაზე მონოპოლია, ატარებდა ხაზინის საკასო ოპერაციებს, მისი მეშვეობით ხდებოდა საგარეო ვალების გასტუმრება. XX საუკუნის 60-70-იან წლებში ბანკმა მისი განყოფილებები საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოში მიჰყიდა „გრინდლეიზ ბანკს“. 2001 წლიდან ბანკის მესაკუთრეა Garanti BBVA.

ლიტერატურა

რედაქტირება