ოსკარის მე-3 დაჯილდოება

ოსკარის მე-3 დაჯილდოების ცერემონია — საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვანების მე-3 დაჯილდოება კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემიით. ცერემონია გაიმართა 1930 წლის 5 ნოემბერს და მასში მონაწილეობა მიიღეს 1929 წლის 1 აგვისტოდან და 1930 წლის 31 ივლისამდე გამოსულმა საუკეთესო ფილმებმა. დაჯილდოება გაიმართა სასტუმრო ამბასადორში, ლოს-ანჯელესი. შოუს უმასპინძლა კონრად ნეიჯელმა.

ოსკარის მე-3 დაჯილდოება
თარიღი 5 ნოემბერი, 1930
ადგილი სასტუმრო ამბასადორი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
მასპინძელი კონრად ნეიჯელი
მნიშვნელოვანი ფაქტები
საუკეთესო სურათი დასავლეთის ფრონტი უცვლელია
ყველაზე მეტი ჯილდო დასავლეთის ფრონტი უცვლელია და დიდი სახლი (2)
ყველაზე მეტი ნომინაცია სიყვარულის აღლუმი (6)
 < მე-2 ოსკარი მე-4 > 

ცერემონიაზე აკადემიამ გასცა ჯილდოები 8 კატეგორიაში. ამ დაჯილდოებაზე შემოღებული ნომინაცია საუკეთესო ხმის ჩაწერისთვის არის პირველი ნომინაცია, რომელიც დაემატა პირველ დაჯილდოებაზე წარმოდგენილ კატეგორიებს.

დასავლეთის ფრონტი უცვლელია გახდა პირველი ფილმი, რომელმაც ჯილდო მიიღო ერთდროულად საუკეთესო სურათისა და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციებში, ლუის მაილსტოუნი კი პირველი ადამიანი, რომელმაც მეორეჯერ მიიღო ოსკარი. ყველაზე მეტი, 6 ნომინაცია დაიმსახურა ფილმმა სიყვარულის აღლუმი, თუმცა არცერთ მათგანში არ გაუმარჯვია.

ოსკარის მე-2 დაჯილდოების შემდეგ გადაწყდა, რომ შემდეგი ცერემონია 1930 წლის ნოემბერში ჩატარდებოდა, რათა შემცირებულიყო დრო ცერემონიასა და მასში მონაწილე ფილმების გამოსვლის პერიოდს შორის. შედეგად, 1930 იყო ერთადერთი წელი, როდესაც ერთდროულად ორი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

გამარჯვებულები და ნომინანტები

რედაქტირება
ოსკარის მე-3 დაჯილდოების გამარჯვებულები და ნომინანტები
საუკეთესო სურათი საუკეთესო რეჟისორი
საუკეთესო მსახიობი კაცი საუკეთესო მსახიობი ქალი
საუკეთესო სცენარი საუკეთესო ხმის ჩაწერა
საუკეთესო ოპერატურა საუკეთესო მხატვრული რეჟისურა

რამდენიმე ნომინაცია და ჯილდო

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება