ჯორჯ ებოტი
ჯორჯ-ფრენსის ებოტი (ინგლ. George Francis Abbott; დ. 25 ივნისი, 1887, ფორესტვილი, ნიუ-იორკი, აშშ, — გ. 31 იანვარი, 1995, მაიამი-ბიჩი, ფლორიდა, აშშ) — ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი და დრამატურგი, რომლის მოღვაწეობა თეატრსა და კინემატოგრაფში რვა ათწლეულზე მეტხანს გაგრძელდა.
თეატრალური კარიერა მსახიობობით დაიწყო. 1913 წლიდან გამოდიოდა ბროდვეიზე. მალევე შეუდგა პიესების წერას და რეჟისორობას. პირველი მნიშვნელოვანი წარმატება სპექტაკლმა „განტევების ვაცი“ (The Fall Guy) მოუტანა 1925 წელს. ებოტმა ასევე დადგა ბევრი პოპულარული მიუზიკლი, მ. შ., „ბიჭები სირაკუზიდან“ (The Boys from Syracuse, 1938), „მეგობარი ჯოი“ (Pal Joey, 1940), „სად არის ჩარლი“ (Where’s Charley, 1948), „საოცარი ქალაქი“ (Wonderful Town, 1953) და „წყეული იანკები“ (Damn Yankees, 1955). აქტიურ თეატრალურ მოღვაწეობას 1980-იან წლებშიც განაგრძობდა; 95 წლის ასაკში, 1983 წელს, განმეორებით დადგა 1936 წლის მიუზიკლი „ფეხისწვერებზე“ (On Your Toes). ასევე იყო არაერთი ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი. გარდაიცვალა 107 წლის ასაკში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჯორჯ ებოტი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)