ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ორ აკივა (ებრ. אוֹר עֲקִיבָא) (აკივას სინათლე) — ქალაქი, რომელიც განთავსებულია ისრაელის ხაიფის რაიონში, კერძოდ, ქვეყნის სანაპირო ზოლზე. ქალაქი მდებარეობს ქალაქ კესარიას ანტიკურ პორტის და ხმელთაშუა ზღვისა და ჩრდილოეთით ქალაქ ჰადერადან ქვეყნის სიღრმეში. მისი კოორდინატებია ხაიფას სამხრეთით 39 (24 მილი) კილომეტრში და თელ-ავივის ჩრდილოეთით 48 კილომეტრში (30 მილი). 2022 წელს ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 20 874 ადამიანს.

ქალაქი
ორ აკივა
אוֹר עֲקִיבָא
გერბი

ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
მუნიციპალიტეტი ხაიფა
კოორდინატები 32°30′00″ ჩ. გ. 34°55′00″ ა. გ. / 32.50000° ჩ. გ. 34.91667° ა. გ. / 32.50000; 34.91667
მერი სიმჰა იოსიფოვი (2024 წლიდან)
დაარსდა 1951 წ.
ფართობი 3 539 დუნამი (1 366 კვ. მილი ან 3 539 კმ²
ცენტრის სიმაღლე 16 მეტრი
მოსახლეობა 20 874 კაცი
სიმჭიდროვე 5 900 კვ.კმ (15 000 კვ. მილი) კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა
  • ებრაელები და სხვები 99.5%
  • არაბები 0.5%
ოფიციალური საიტი http://www.oraqiva.muni.il/Pages/default.aspx
ორ აკივა — ისრაელი
ორ აკივა
ორ აკივას მუსიკალური ცენტრი
ან აკივას საჯარო ბიბლიოთეკა

ორ აკივა დაარსდა 1950-იანი წლების დასაწყისში, როგორც მააბარა (ტრანზიტული ბანაკი) ახალი იმიგრანტებისთვის, რომელთაგან უმრავლესობა წამოსული იყო მაროკოდან. ქალაქი გაშენდა მოსახლეობისგან დაცლილ პალესტინურ სოფელში, კერძოდ, ბარატ კისარიის მიწაზე.[1] 1990-იან წლებში ყოფილი საბჭოთა კავშირიდან წამოსული ახალი იმიგრანტები დასახლდნენ ორ აკივაში, რამაც შენობებისა და განვითარების აღმასვლას ბიძგი მისცა.[2]

დემოგრაფია

რედაქტირება

ისრაელის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს თანახმად, 2005 წლის ბოლოს, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 15 800 ადამიანს, რის გამოც ორ აკივა არის ყველაზე მცირერიცხოვანი ქალაქი ისრაელში. გარდა ამისა, ბიუროს თანახმად, 2001 წელს ქალაქის მოსახლეობის 99.3%-ს წარმოადგენდნენ ებრაელები და სხვა არა-არაბები. ქალაქში არ შეინიშნებოდა არაბი მოსახლეობის შესამჩნევი რაოდენობა. ორ აკივაში ცხოვრობდა 7 400 მამაკაცი და 7 900 ქალი. ქალაქის მოსახლეობიდან 33.7% იყო 19 წლის და უფრო ახალგაზრდა, 15.4% – 20 წელსა და 29 წელს შორის, 20.8% – 30 წელსა და 44 წელს შორის, 16.3% – 45-დან 59 წლამდე, 4.1% – 60-დან 64 წლამდე და 9.7% – 65 წლის და უფროსი ასაკის. 2001 წელს მოსახლეობის ზრდის ტემპი დავარდა -0.1%-მდე.

ეკონომიკა

რედაქტირება

ორ აკივა არის რამდენიმე დიდი სამრწეველო ქარხნის სამშბოლო, რომელთა შორისაა Dexxon (ფარმაცევტული პროდუქტები), Anna Lotan Ltd. (პროფესიონალური კანის მოვლა), Darbox Ltd. (პლასტიკური შეფუთვა), Meprolight (იარაღები და ღამის ხედვა), Plasson (მეცხოველეობის მკვებავი), Resonetics (სამედიცინო მოწყობილობები)[3] და Tyco International (ელექტრონიკა).

განათლება

რედაქტირება

ბიუროს თანახმად, ქალაქში ფუნქციონირებს 10 სკოლა და 2 409 სტუდენტი ცხოვრობს. სკოლებს შორის გვხვდება 6 დაწყებითი სკოლა, რომელშიც სწავლობს 1 575 მოსაწავლე და მაღალი საფეხურის 5 სკოლა, რომელშიც სწავლობს 834 მოსწავლე. მე-12 კლასის სტუდენტების 51.9%-მა 2001 წელს მოიპოვა გამოსაშვები გამოცდების სერთიფიკატი.

2005 წლიდან მოყოლებული, ახალგაზრდული მოძროაბის, ჰაბონიმ დრორის მოხალისეები მუშაობენ ქალაქსა და მიმდებარე რაიონებში, მუშაობენ სკოლებში და კლასგარეშე სივრცეში არაბულ და ებრაელ ახალგაზრდებთან.

სამეზობლო

რედაქტირება

იუვალი მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთით და სამხრეთიდან ესაზღვრება ჩრდილოეთის ინდუსტირიული ზონა, ხოლო დასავლეთიდან სანაპირო გზა. დღესდღეობით, დაახლოებით 4 500 ადამიანი ცხოვრობს სამეზობლოში, კერძოდ, მიახლოებით 1 700 კომლი.

ორ გარდენსი (ებრ.: גני אור) — განთავსებულია ქალაქის ცენტრსა და სამხრეთ ნაწილს შორის. ორ გარდენსი შიდლოვსკის ბულვარს ესაზღვრება ჩრდილოეთით, კოპლოვიჩს – აღმოსავლეთით და ჰანასი ვაიზმანის ბულვარს – სამხრეთით და დასავლეთით.

ბენ გურიონი - ნევე ალონი - კანადელი (ებრ. בן גוריון, נווה אלון, קנדי) — მდებარეობს ქალაქის ცენტრში და შიდლოვსკის ქუჩებს ესაზღვრება სამხრეთით, ჰერცლ-სტენლის – ჩრდილოეთით, ჰაატსმაატს –ჩრდილოეთით, სანაპირო გზას – დასავლეთით.

ნევე ორ (ებრ. נווה אור) — ახალი რაიონი ორ აკივას აღმოსავლეთ მხარეს, რომელიც შემოსაზღვრულია მარშრუტი 4-ით აღმოსავლეთის მიმართულებით, შიდლოვსკის ქუჩით – სამხრეთის მიმართულებით, ბენ გურიონის სამეზობლო – დასავლეთის მიმართულებით.

ნოფ იამი (ებრ. נוף ים) — ახალი რაიონი ორ აკივას ესაზღვრება დასავლეთით, რომელიც შემოფარგლულია მარშრუტი 2-ით – დასავლეთ მხარეს, შადილოვსკის ბულვარით – ჩრდილოეთ მხარეს და შიკიმის ქუჩით – სამხრეთ მხარეს. სამეზობლოსთვის დამახასიათებელია საცხოვრებელი კოშკები.

შაზარი (ებრ. שז"ר) — ძველი რაიონი, რომელიც მდებარეობს ბენ გურიონის რაიონის ჩრდილოეთით და შემოსაზღვრულია მარშრუტი 2-ით დასავლეთ მხარეს, ხოლო დავიდ ელაზარის ქუჩით – ჩრდილოეთ მხარეს.

რაბინის ბაღები (ებრ. רבין) — მდებარეობს ორ აკივას სამხრეთით, დასავლეთი მხარის ბოლოში. რაიონს ესაზღვრება ჩრდილოეთით ჰანასი ვაიზმანისა და შიდლოვსკის ბულვარები, დასავლეთით მე-2 ნომერი გზატკეცილი, აღმოსავლეთ მხარეს – მეფე დავითის ბულვარი (ოროტის რაიონი), სამხრეთ მხარეს – ორ იამის უბანი..

ოროტი (ებრ. ოროუტი) — მდებარეობს ორ აკივას აღმოსავლეთ მხარეს და დასავლეთით ესაზღვრება განი რაბინის რაიონი, სამხრეთით – ორ იამი და აღმოსავლეთით – მე-4 ნომერი გზატკეცილი.

ორ იამი (ებრ. אור ים) — ახალი რაიონი, რომელიც აშენებულია ბარონ როტშილდის ისტორიულ მიწებზე, ორ აკივას მუნიციპალიტეტისა და Caesarea Development Corporation-ის მიერ.

გამორჩეული პიროვნებები

რედაქტირება
  • რაფი დაჰანი (დაიბადა 1989 წელს), ფეხბურთელი
  • ერან ლევი (დაიბადა 1985 წელს), ფეხბურთელი
  • ლიორ რაფაელოვი (დაიბადა 1986 წელს), ფეხბურთელი

საერთაშორისო ურთიერთობები

რედაქტირება

დაძმობილებული ქალაქები:

რედაქტირება

ორ აკივასთან დაძმობილებულია:

  1. (1992) All that remains: the Palestinian villages occupied and depopulated by Israel in 1948. Washington, D.C: Institute for Palestine Studies, გვ. 154-155. ISBN 978-0-88728-224-9. 
  2. "Shedding a negative image", Jerusalem Post
  3. Resonetics announces acquisition of STI Laser Industries. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-15. ციტირების თარიღი: 2019-07-15

ინტერნეტ-რესურსები

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ორ_აკივა“-დან