ორხევის მეორე ეკლესია
ორხევის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხევის განაპირას, ჩრდილოეთით, ხუცურაულების უბანში, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების დიდი ნაწილი, კარისა და სარკმლის ზედა ნახევარი. შესასვლელი დასავლეთიდანაა, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია გარეთკენ შევიწროვებული სარკმელი, რომლის სამხრეთით პატარა ოთხკუთხა ნიშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- რამიშვილი რ.; ჯორბენაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 397.