ორჭოსანი— არქეოლოგიური ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში.

ორჭოსანში გათხრების შედეგად გამოვლინდა ენეოლით-ბრინჯაოს ხანის, რომაული ხანისა და შუასაუკუნების დროინდელი ძეგლები. XIX-XX საუკუნეების მაჰმადიანი მესხების სამარხები, ადრე შუასაუკუნეების ნამოსახლარი, ადრე შუასაუკუნეების სამარხები, რომაული ხანის სამარხები ადრებრინჯაოს პერიოდის ორმოები და არქიტექტურული ნაშთები. ძეგლი ორჭოსანი განფენილია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთდასავლეთით მდ.ფოცხოვისს მარჯვენა ნაპირზე, დაახლოებით 80-100 მეტრის სიმაღლის ტერასაზე, აბსოლუტური სიმაღლე 1000 მ ზღვის დონიდან. ორჭოსანის ტერასა ათვისებული ჩანს ქვედა პალეოლითიდან. ძეგლის სიახლოვეს ზედაპირულად შეგროვილი მასალა ანდეზიტისა და ბაზალტისაგან დამზადებულ ხელცულებსა და სახოკებს შეიცავს. აშკარაა, რომ ორჭოსანი და საერთოდ მდინარე ფოცხოვის ხეობა უკვე აშელის პერიოდიდან არის ათვისებული. გვიან შუასაუკუნეებში ორჭოსანის ტერიტორიაზე სამიწათმოქმედო საქმიანობა მიმდინარეობდა, რაზეც აქ არსებული ტერასები მიგვანიშნებს. ასევე განვითარებული იყო მესაქონლეობა. მეოცე საუკუნეში ამ ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის სასაზღვრო ჯარის ნაწილები იყო განლაგებული. ამჟამად ორჭოსანი ერთწლიანი კულტურების სათესად და სათიბად გამოიყენება. რის გამოც ორჭოსნის ნასახლარის ზედა ფენები საკმაოდ დაზიანებულია. ეროზია, მეწყერიანობა და ნიადაგის გამოფიტვაც თავის მხრივ აზიანებდა ძეგლს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20044